spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპაატა მანჯგალაძე - თქვენი მიზანი არის სიცივის პირობებში...

პაატა მანჯგალაძე – თქვენი მიზანი არის სიცივის პირობებში ადამიანი არ იყოს კარავში და გაიყინოს გარეთ, მაშინ შეშაც აკრძალეთ

ეს არის თქვენი მიზანი სიცივის პირობებში ადამიანი არ იყოს კარავში და გაიყინოს გარეთ, მაშინ შეშაც აკრძალეთ, ჩაწერეთ შიგნით რომ შეშის შეტანა აკრძალულია. კონსერვის ქილაც აკრძალეთ“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, უმრავლესობა მესამე სექტორისა და ოპოზიციის მოსაზრებებს არ ითვალისწინებს და ეს რეგულაცია „ქართული ოცნების“ მიზნებს ვერ გაამართლებს:

იმ განხილვების შემდეგ, იმ შენიშვნების შემდეგ, რაც ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჰქონდათ, არაფერი არ არის გაზიარებული, თქვენ ამას ამბობთ და ესე, როგორც არის, ყველაფერი ასე უნდა მივიღოთ.

მე მინდა გაგახსენოთ, რომ 1988 წელსაც მიღებული აქვს მსგავსი რეგულაცია იმდროინდელ უზენაესს საბჭოს, ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ, მაგრამ ვერაფრით უშველა ამ რეგულაციამ.

თუ ბოლომდე ამბობთ და თქვენი მიზანია, რომ სიცივეში არ დარჩეს ადამიანი მუდმივი პროტესტის პირობებში, ხომ ეს არის თქვენი მიზანი სიცივის პირობებში ადამიანი არ იყოს კარავში და გაიყინოს გარეთ, მაშინ შეშაც აკრძალეთ, ჩაწერეთ შიგნით რომ შეშის შეტანა აკრძალულია. კონსერვის ქილაც აკრძალეთ, ადამიანენს შეაქვთ ხანდახან და დაწერეთ, რომ კონსერვის ქილის შეტანა არის აკრძალული.

მერე ჩაკეტეთ შემოსასვლელები ყველა მხრიდან, ალყა დაარტყით და გადაუკეტეთ წყალი ხალხს. აი, ეს არის, ეს რეგულაცია შემოგაქვთ თქვენ, ეს მუხლი ნიშნავს მაგას. ახლა რაც შეეხება მუხლს, მუხლის შინაარს რაც შეეხება – ეს ვინ უნდა განმარტოს კონსტრუქცია რა არის? პოლიციელმა უნდა განსაზღვროს კონტრუქციად?! მანამდეც მიგქონდათ და იტაცებდით კარვებს, მაგალითად ჩვენი კარავი გაქვთ წაღებული, საიდანაც სამედიცინო ნივთების დარიგება ხდებოდა მიტინგზე დაშავებული ადამიანებისთვის და ახლა ვინ უნდა განმარტოს? პოლიციელი გააკეთებს დისკრექციას, რომ რა მოეჩვენება დროებით კონსტრუქციად?” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რამდენიმე გაფიქრება უნგრეთის არჩევნებზე…” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტოლოგ გია...

“ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია “ტისას” გამარჯვებას” – ოპოზიციის ალიანსი

უნგრეთში ჩატარებულ არჩევნებს საგანგებო განცხადებით ეხმიანება ოპოზიციის ალიანსი: "ოპოზიციის ალიანსი...

თბილისში ახალი კულტურული სივრცე “სკენე” იხსნება

თბილისში, „ქარვასლას“ შენობაში ღვინის ქართული თეატრი „სკენე“ 17 აპრილს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...