პარასკევი, მარტი 14, 2025
14.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებაIBSU-ს ახალი მფლობელები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

IBSU-ს ახალი მფლობელები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი მფლობელები, კახა შენგელია და გია კავთელიშვილი დღეს IBSU-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამომავლო გეგმები გააცნეს.

როგორც შეხვედრაზე IBSU-ს ახალმა რექტორმა, კახა შენგელიამ აღნიშნა, IBSU შეინარჩუნებს თავის ბრენდს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მენეჯმენტს.

შენგელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ IBSU გაძლიერდება და კიდევ უფრო გაიზრდება მისი საერთაშორისო ცნობადობა, ჩამოვა უფრო მეტი უცხოელი სტუდენტი, შეიქმნება ახალი საგანმანათლებლო პროგრამები ინჟინერიის, მედიცინის, ფსიქოლოგიის, სოციალური, და ჰუმანიტარული მიმართულებებით.

IBSU-ს ერთ-ერთი მფლობელის, გია კავთელიშვილის თქმით, იგი მოხარულია, რომ მის მეგობარ და პარტნიორ კახა შენგელიასთან ერთად უნივერსიტეტის კიდევ უფრო განვითარებასა და გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანს.

როგორც ყოფილმა რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა შეხვედრაზე აღნიშნა, უნივერსიტეტი საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

მჯერა, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ახალი მენეჯმენტითა და ხედვებით გაცილებით გაძლიერდება და განვითარდება”, – განაცხადა ბაირაქთუთანმა.

2 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, IBSU-ს მფლობელები გახდნენ “კავკასიის უნივერსიტეტის” პრეზიდენტი კახა შენგელია და “საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის” (სეუ) რექტორი გია კავთელიშვილი.

ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის განვითარების ფონდმა კოსტავას ქუჩა N37ა-ში მდებარე ჭადრაკის სასახლისა...

“რუსული რევანშიდან 13 წლის თავზე, რუსქოცებმა სიმბოლური 9 წელი მიუსაჯეს სააკაშვილს 9 მილიონი ლარის(!)...

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ნუ ქმნით დრამას თქვენი გადაწყვეტილების ლეგიტიმაციისთვის და ნუ აძლიერებთ რეჟიმს, ამ სასაცილო, სამარცხვინო, მორღვეულ...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ცალკეული პირების მიერ...

“მარტივად რომ ვთქვათ, ზარქუათი ვეღარავის გავაკვირვებთ” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიაუნისთვის...

“დავასახელებ ორგანიზატორს და რავი თუ გსურთ დაიჭირეთ – ეს არის ირაკლი კობახიძე!” –...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...