ორშაბათი, აპრილი 21, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია ძლიერი საქართველო ევროკავშირთან...

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია ძლიერი საქართველო ევროკავშირთან და NATO-სთან ერთად – გიორგი ვაშაძე

საქართველოს მოქალაქეებს უნდათ, რომ იყვნენ ისეთივე ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიულად მყარი, ისეთივე თავისუფალი და უსაფრთხო ქვეყანა, როგორიც არის ევროკავშირის წევრი ქვეყნები“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, ევროკავშირის 27 სახელმწიფოს შორისაც თითქმის კონსესუსია და მათაც უნდათ საქართველო ევროკავშირის წევრებს შორის იხილონ.

გვეუბნებიან, მოდით მოგვეხმარეთ, გადადგით ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვენც დაგეხმაროთ, რათა ღია კარი უბრალოდ ღია კარი კი არ იყოს, არამედ ვიყოთ ღირსეულნი ღირსეულთა შორის, ვიყოთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. რა ხდება ამ დროს საქართველოში? საზოგადოება მკაფიოდ ამ პოზიციაზეა, ოპოზიცია ერთიანია და ამბობს, რომ ევროკავშირია ჩვენი მომავალი და ვხედავთ ხელისუფლებაში მოკალათებულ პოლიტიკურ დაჯგუფებას, რომელიც სისტემურ და მუდმივ საბოტაჟშია ევროინტეგრაციის კუთხით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა დღეს, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს, „დიდი ფარსი და შოუ“ უწოდა.

სად არის საქართველოს მოქალაქის ინტერესი აქ? სად არის იმ ადამიანების ინტერესი, რომლებმაც თუნდაც თქვენ დაგიჭირათ მხარი. სად არის საქართველოს ევროინტეგრაციაში მიმავალი გზის მხარდაჭერის ინტერესი?“ – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი წინადადებები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, დაპირებისამებრ, გამოაქვეყნა მისი წინადადებები "ერთიანი ნაციონალური...

“ტურბულენტობის ჟამს ზედაპირზე საზოგადოების ფსკერზე დალექილი ლექი და ჭუჭყი ამოტივტივდება, ასეთია სწორედ ეს აქაური...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქტივობებს მძიმე შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

“ქოცები არიან დასუსტებულები და აჭრილ-აბნეულები” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...