spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იცოდით, რამდენი პენსიონერი არის სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე?"...

“იცოდით, რამდენი პენსიონერი არის სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე?” – თეონა ჭალიძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე ქვეყანაში არსებულ სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით კონკრეტული შეკითხვებით მიმართავს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს:

,,იცოდით თუ არა, რამდენი პენსიონერი არის სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე? უბრალოდ მიპასუხეთ ამ კითხვაზე იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია თქვენ ამის შესახებ ინფორმაცია გქონდათ თუ არა?

მე ვარ თეონა ჭალიძე ,,სტრატეგია აღმაშენებლის” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი და ყოველდღიური შეხება მაქვს პენსიონერებთან – იმ ადამიანებთან, რომელთა ხმაც, რატომღაც, თქვენ არ გესმით.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი თქვენთან თანხმობას აცხადებდა იმაზე, რომ ცვლილებებისთვის მხარი დაეჭირა, ისნის რაიონში და არა მარტო, თქვენ რატომღაც არ გაითვალისწინეთ ის, რომ 400 000-ზე მეტ ადამიანს, პენსიონერს აქვს ძალიან მაღალ პროცენტში აღებული სესხი. ამ სესხის ყოველთვიური მაღალი პროცენტის გადახდის გამო მათ ფიზიკურად თვიდან თვემდე თავის გატანა უჭირთ.

მე მინდა გთხოვოთ, უბრალოდ წარმოიდგინეთ ამ ადამიანების მდგომარეობა“, – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იმ ოჯახებსა და ცალკეულ პირებს, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მათ ეხსნებათ, ხოლო...

„ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს...

Business Insider Polska: ბათუმი შავი ზღვის რეგიონში ბიზნესისა და ტურიზმის ახალ ცენტრად ყალიბდება

„Business Insider” – ის პოლონური გამოცემა ბათუმის შესახებ ვრცელ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“თითქმის ყველა, ვისაც ახლა ეროვნულ პოლიტიკურ სცენაზე ვხედავთ, ან გაქრება, ან პოლიტიკურ პერიფერიად იქცევა....

ფილოლოგი, პოლიტიკოსი ვასილ ბარნოვი კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან...