კვირა, მაისი 19, 2024

“ქართული ოცნება” არის დამნაშავე ხელისუფლება და მისი ძალაუფლებიდან ჩამოშორება არის ყველა მოქალაქის სახელმწიფოებრივი ვალი – ლელა ჯეჯელავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებას მწვავე ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელი ლელა ჯეჯელავა:

სუსმა გამოძიება ჩაატარა🤣 გადმოიწერეს ინტერნეტში საჯაროდ განთავსებული სასწავლო პროგრამის მიზნები და გამოაცხადა, რომ ეს არის სახელმწიფო გადატრიალებისთვის მზადება.😂

ახლა კარგად დაიმახსოვრეთ: სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში რუსული სპეც სამსახურების მონაწილეობით მოხდა 2012 წლის 1 ოქტომბერს, რის შედეგადაც შეიცვალა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, სახელმწიფო ინსტიტუციები გადაიქცა არაფორმალური მმართველის კანტორებად, ძალაუფლება გადანაწილდა სუსს, კრიმინალსა და ეკლესიას შორის და შედგა კარტელური გარიგება ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რის შემდეგაც ხალხი აღარ არის ძალაუფლების წყარო, კონსტიტუცია აღარ არის ქვეყანაში კანონის უზენაესობის გარანტი და არის იარაღი ქართველი ხალხის დასამონებლად.

საქართველო დაშორდა ცივილიზებულ სამყაროს და გახდა ტოტალიტარული სახელმწიფოების კლუბის წევრი. ეს არის 2012 წლის სახელმწიფო გადატრიალების შედეგები. “ქართული ოცნება” არის დამნაშავე ხელისუფლება და მისი ძალაუფლებიდან ჩამოშორება არის ყველა მოქალაქის სახელმწიფოებრივი ვალი.

მე, როგორც ერთერთი მოქალაქე, რომელსაც არანაირ ტრენინგებში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ მაქვს 30 წელზე მეტი გამოცდილება დამოუკიდებელი საქართველოსთვის ბრძოლისა ყველა ეტაპზე, როგორც რიგით ადამიანს, საჯაროდ ვაცხადებ, რომ მივიღებ მონაწილეობას ქართული სახელმწიფოს რუსული ხელისუფლებისაგან გათავისუფლებაში. სუს-ი, გაგისტუმრებთ, თან აუცილებლად!😊✌️“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლელა ჯეჯელავა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული