შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოააჭარა "World Travel Awards"-ზე ევროპის ყველა სეზონის ტურისტულ...

აჭარა “World Travel Awards”-ზე ევროპის ყველა სეზონის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა

დღეს ბათუმში, ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოება გაიმართა. ბათუმმა ”World Travel Awards”-ის ევროპის გალა ცერემონიას უმასპინძლა.

აჭარამ დაჯილდოების ცერემონიალზე ევროპის ყველა სეზონის ტურისტული მიმართულების ჯილდო მოიპოვა. ბათუმმა კი, ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული შეინარჩუნა.

ბათუმი, როგორც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება, ტურიზმის სფეროში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს World Travel Awards-ის მფლობელი შარშან მეორედ გახდა, პირველად ტურისტული „ოსკარი” ამ საკურორტო ქალაქმა 2019 წელს მოიპოვა.

World Travel Awards-ის გალა ცერემონიას ბათუმში 20-ზე მეტი ქვეყნიდან ტურისტული ინდუსტრიის, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და უცხოელი ბლოგერები დაესწრებიან. მათ შორის არიან Euronews, Wanderlust, Emerging Europe და EarthPix.

World Travel Awards-ის ნომინაციებში წელს ბათუმთან ერთად ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბულვარიც იყო წარდგენილი. დღევანდელ დაჯილდოებაზე ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში გაიმარჯვა.

”World Travel Awards”-ის ღონისძიება 30 წელია ტარდება. ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ComCom: აბონენტებს 5G-ის უკვე სამივე ოპერატორი მიაწვდის

საქართველოში მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტი სამივე მსხვილი ოპერატორის აბონენტებისთვის...

გიდების გადამზადების პროგრამის მონაწილეები ბათუმის პორტს სტუმრობდნენ

ბათუმში დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა გრძელდება. ამჯერად, ინტენსიური სამთვიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“რუსეთის ჩვენზე თავდასხმის წლისთავისთვის, პროვინციალური ტირანია ამზადებს დიდ ღალატს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საფრთხეებზე მიანიშნებს: "ის, ვინც...