spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვინმე თუ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ნაბიჯს გადადგამს ყველას...

“ვინმე თუ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ნაბიჯს გადადგამს ყველას მოგეკითხებათ” – ირაკლი ზარქუა

სერბეთიდან საქართველოში ჩამოსული უცხოელები, რომლებსაც ტრენინგები უნდა ჩაეტარებინათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვა დაიბარეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან მწვავე კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ:

,,კარგა ხანია დავიწყეთ ამ თემაზე საუბარი, რომ რადიკალები ემზადებიან რევოლუციური სცენარისთვის. მათ არაერთი მცდელობა ჰქონდათ, უბრალოდ არ გამოუვიდათ. ხალხი არ აჰყვა იმიტომ, რომ გაიშიფრნენ, ამიტომაც არ გაყვნენ ამ რევოლუციურ სცენარში.

მორიგი იერიშის მიტანა უნდათ ქართულ სახელმწიფოზე. ამასთან დაკავშირებით პრევენციის სახით გააკეთა სუს-ა განცხადება, სადაც კონკრეტული არგუმენტი იყო მოხმობილი. ახლა აგერ კონკრეტულად ის გვარები, ის ორგანიზაცია, რომელიც მონაწილეობდა დღეს საქართველოში არის და ფუნქციონირებს. აღმოჩნდა, რომ სწორი მიმართულებით და სწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებდა ამ განცხადებებს შესაბამისი სტრუქტურები.

ასე, რომ კიდევ ერთხელ მე მინდა მივმართო ყველას, ვინც აქ ხართ ჩამოსულები იმისთვის, რომ ქვეყანა არიოთ ან ამ ადგილობრივ ,,ლუზერებს” და გაკოტრებულებს – ვინმე თუ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ნაბიჯს გადადგამს, ყველას მოგეკითხებათ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბოლოს იმდენს ნუ იზამთ – შემოდგომაზე, წველადობის ზრდის სახმინისტრის პოსტი გახდეს შემოსაღები…” – გოჩა...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით...

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ სამშობლოს ღალატის მუხლით გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული...

საქართველოში ამერიკის საელჩო რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...