spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვიწყებთ მძლავრი კოალიციის ფორმირების ახალ ეტაპს, რომელიც გამარჯვებას...

“ვიწყებთ მძლავრი კოალიციის ფორმირების ახალ ეტაპს, რომელიც გამარჯვებას მოუტანს საქართველოს, ქართველ ხალხთან ერთად” – გიორგი ვაშაძე

“გამარჯვების პლატფორმის” ერთ-ერთი ლიდერი, “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან განცხადებას აკეთებს გაერთიანების მომავალი გეგმების შესახებ:

,,მოგესალმებით, ვიწყებთ მძლავრი კოალიციის ფორმირების ახალ ეტაპს, რომელიც გამარჯვებას მოუტანს საქართველოს, ქართველ ხალხთან ერთად.

ჩვენი მთავარი მიზანია, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ის სიკეთეები, რომელიც აქვს ევროპას, მოვიტანოთ საქართველოში, რაც შეიძლება სწრაფად. საქართველოს ჩამოვაშოროთ რუსულ აგენტორული ქსელი, ჩამოვაშოროთ ფარცხალაძის მცველები და საქართველომ დაიწყოს სწრაფი განვითარება. დავაბრუნოთ ემიგრანტები, რომლებიც ბოლო წლების მანძილზე მასიურად წავიდნენ ქვეყნიდან. ქვეყანა ვიხსნათ დემოგრაფიული კატასტროფისგან და მაქსიმალურად ეკონომიკურ აღორძინებასთან ერთად, მოვიტანოთ სიკეთე ყველა ქართულ ოჯახში. გავაძლიეროთ ადამიანები, თანამემამულეები და ამ მთავარი მიზნით, ჩვენ ფართო მასშტაბიან მუშაობას ვიწყებთ. დღეიდან უკვე შტაბურ-კამპანიურ რეჟიმში

ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ მოვივლით მთელ საქართველოს, მივალთ ყველა ოჯახში და ყველას ვეტყვით, რომ დღეს არის დრო, როცა ერი და ბერი ყველა უნდა დავდგეთ ერთად. ყველანი უნდა ვიყოთ ერთად იმისთვის, რომ დიდი გამარჯვება მოვიპოვოთ, იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს პერსპექტივა, ჰქონდეს დიდი მომავალი ღირსეულ, ევროპულ ოჯახში.

ევროკავშირი, ჩვენ ხომ საქართველოსთვის გვინდა, საქართველოს ძლიერებისთვის გვინდა, იმ ნამდვილი მშვიდობისთვის და კეთილდღეობისთვის გვინდა, რომლისკენაც ამდენი ხანია მივილტვით და არ შეიძლება ეს შესაძლებლობა ხელიდან გავუშვათ.

კოალიციის ფორმირება იქნება საკმაოდ ხანგრძლივ ვადიანი, შესაბამისად ჩვენ დღეიდან აქტიურ მოლაპარაკებებს დავიწყებთ კონკრეტულ ინდივიდებთან, რომლებიც დარწმუნებული ვარ შემოუერთდებიან ამ ჩვენს კოალიციას, რომელსაც ჩვენ გამარჯვებისთვის ჩამოვაყალიბებთ და გაკეთდება ორი პოლიტიკური პარტიის ბაზაზე: ,,ნაციონალური მოძრაობის’’ და ,,სტრატეგია აღმაშენებლის’’ ბაზაზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, კარი ღიაა ყველა იმ ინდივიდისთვის, ვისაც უნდა, რომ აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში.

რაც მთავარია, ჩვენი ერთ-ერთი სამიზნე იქნება მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება, იმიტომ რომ არ შეიძლება და ვერ ავაშენებთ თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროს, როცა ქვეყნის პრეზიდენტები უსამართლოდ ციხეში არიან. ამას გვეუბნებიან, ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც, ამიტომ ამ მიმართულებითაც, ერთობლივად ყველანი ვიმუშავებთ. თქვენ ხედავთ, რომ დღეს ვდგავართ ერთად, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი იქნება ეს ერთობა ხვალ და ზეგ, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ!’’, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის: “გამარჯვების პლატფორმის” გადაწყვეტილებით, გაერთიანების შტაბს და კამპანიას გიორგი ვაშაძე უხელმძღვანელებს.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბოლო წლინახევრის სტრატეგია – უარი ვთქვათ საარჩევნო და საპარლამენტო მეთოდებზე და მხოლოდ ქუჩით და...

საზოგადოებაში გავრცელებულ ცალკეულ მოსაზრებებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს განათლების...

“ჩემი თხოვნა იქნება, რომ შეეშვათ სიცრუის გავრცელებას. იყო კონკრეტული ვანდალიზმის ფაქტი, დანარჩენს კი გამოძიება...

„დაახლოებით ვიცი რაც მოხდა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შეფასების...

“ეკონომიკური პროპაგანდით რომ მაცივარი ივსებოდეს, რა უჭირდათ რეჟიმებს და ბიუჯეტის ქურდებს 😁” – ნიკა...

კონკრეტული ეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, მმართველი გუნდის წარმატებებზე ცალკეულ შეფასებებთან...

პოლიტიკოსმა ქალებმა დიპლომატიურ კორპუსთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

26 ივნისს საქართველოს პოლიტიკოსი ქალების სამუშაო შეხვედრა შედგა დიპლომატიური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

“ეს სამარცხვინო ცემა-ტყეპა სიყვარულის ენით იყო გაჯერებული, მაინტერესებს?” – ბაჩანა შენგელია

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კონკრეტული პოზიციით და (არა)რიტორიკული შეკითხვით...