spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება გაუგებარია, აუხსნელია პირადად ჩემვის!"...

“რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება გაუგებარია, აუხსნელია პირადად ჩემვის!” – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საკითხთან დაკავშირებით:

,,მე გეტყვით ჩემ აზრს. ოთარ ფარცხალაძე 10 წელზე მეტია აღარ არის საჯარო მოხელე. პირველ რიგში, მინდა ვთქვა და გაკვირვება გამოვხატო, ზოგადად, რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება გაუგებარია, აუხსნელია პირადად ჩემვის! მე ამის თაობაზე ღიად ვამბობ ჩემ აზრს. ნათქვამია, რომ ,,ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი“.

ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი. მე ერთი რამ მინდა განმასხვავებელი გითხრათ. ყველა ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, ჩემ თვალში არის მოღალატე. მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის აგენტი იქნება. ის არის გამყიდველი და მოღალატე ადამიანი.

ჩემთვის და სამსახურებითვის, სახელმწიფოსთვის არ არის ცნობილი არცერთი ფაქტი, რომ ფარცხალაძემ ჩვენი ქვეყნის ინტერესის საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესის სასარგებლოდ რაიმე ქმედება ჩაიდინა.

ფარცხალაძე არის ბიზნესმენი. ჩემთვის სასაცილოა მართლა ნამდვილი ჯაშუშების, ქვეყნის გამყიდველებისა და მოღალატეების კომენტარების მოსმენები. მე ახლა ადვოკატი არ ვარ ფარცხალაძის და არც სჭირდება ჩემი ადვოკატობა, მაგრამ როგორც მოქალაქეზე, ყოფილ გუნდის წევრზე, ყოფილი პროკურორი იყო 10 წლის წინ, ჩემს პოზიციას ვაფიქსირებ – აუცილებელია, რომ ჩვენ ბრმად არ მივიღოთ ეს გადაწყვეტილება ჩვენი პარტნიორის, რომელსაც დიდ პატივს ვცემთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე!” –...

ინტერნეტში გავრცელდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 21...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...