კვირა, ივლისი 6, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაცია"აფხაზეთი საქართველოა! სოხუმი შავიზღვისპირეთის ყველაზე ლამაზი და უსაფრთხო...

“აფხაზეთი საქართველოა! სოხუმი შავიზღვისპირეთის ყველაზე ლამაზი და უსაფრთხო ქალაქი გახდება!❤️🇬🇪” – მიხეილ სააკაშვილი

30 წელი გავიდა სოხუმის ტრაგედიიდან… “მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია” – ოთარ ჭილაძის ლექსის ამ ნაწილით და ემოციური შეფასება-განმარტებებით ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი, აღნიშნულ თარიღს:

არა მარტო 27 სექტემბერი, ყოველი დღე ტკივილია, განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, რომლებიც იძულებით წამოვიდნენ აფხაზეთიდან, რომლებსაც დღემდე ესიზმრებათ სოხუმის ქუჩები, თავიანთი სახლები, სადაც არ უნდა იყვნენ, მაინც აქვთ დანაკლისის და დანაკარგის განცდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათგანს კეთილმოწყობილი ბინები გადავეცით, ყველა ერთხმად გვეუბნებოდა: “მირჩევნია სოხუმში ვიყო და საერთოდ არაფერი არ მინდა!

ბოლო წლების განმავლობაში, არც ერთი სიტყვა სოხუმზე და ოკუპაციაზე, პირიქით, მიზანმიმართულად გააჩერეს ანაკლიის პორტი და ლაზიკის მშენებლობა, რომელიც პირდაპირ ხსნიდა ისტორიულ შანსს – აღდგენილიყო ყველა დაკარგული ურთიერთობა.

მე ერთხელ მივმართე ჩვენს აფხაზ ძმებს: ჩვენ გვინდა მშვიდობა, ათინჩრა, როგორც არასდროს დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ მშვიდობიან თანაცხოვრებასა და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას.

ჩვენს სამშვიდობო ინიციატივას ყოველთვის ბლოკავდა რუსეთი, მაგრამ დღეს სხვა გეოპოლიტიკური რეალობა დგება, ამიტომაც უფრო მეტი გზა უნდა გამოინახოს სოხუმთან სასაუბროდ, რადგანაც დიალოგს ალტერნატივა არა აქვს.

ამასწინათ, ყური მოვკარი, რომ უკვე ბევრი იყენებს ტერმინს – ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, რაც არის ტყუილი და რუსული პროპაგანდა. დროა ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი, ამ ყველაფრის ინიციატორი იყო რუსეთი, რადგანაც საუკუნეების განმავლობაში ქართველები, აფხაზები და ოსები ერთად აშენებდნენ ერთიან საქართველოს.

მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია“.

აფხაზეთი საქართველოა!
სოხუმი შავიზღვისპირეთის ყველაზე ლამაზი და უსაფრთხო ქალაქი გახდება!❤️🇬🇪“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე” –...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და მძიმე...

“ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა!” – მამუკა...

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, საპატიმროდან გამოგზავნილი...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...