პარასკევი, მაისი 9, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"სასამართლო ექსპერტიზის საკანონმდებლო რეგულაციების წინა პლანზე წამოწევა და...

“სასამართლო ექსპერტიზის საკანონმდებლო რეგულაციების წინა პლანზე წამოწევა და აქტუალურობა მისი მნიშვნელობიდან არის გამოწვეული” – შორენა ლობჟანიძე 12 ორგანიზაციის მიერ სახალხო დამცველისადმი გაკეთებულ მიმართვაზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, შორენა ლობჟანიძე სამედიცინო-სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების საკითხითხთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს ახდენს, პრობლემებზე აკეთებს აქცენტს და ამასთან დაკავშირებით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ სახალხო დამცველისთვის გაკეთებულ მიმართვას ასაჯაროვებს:

საქართველოში წლებია უსერიოზულეს პრობლემად დგას სამედიცინო-სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების საკითხი და ფაქტიურად შეუძლებელია მედიცინის მუშაკის ქმედებებში საექიმო შეცდომის არსებობის ფაქტზე მტკიცებულებების მოპოვება, რის შედეგად, ასეულობით მოქალაქე ვერ ღებულობს დაზარალებულის სტატუსს და მისი სამართლებრივი უფლებები პირწმინდად ირღვევა.

სასამართლო ექსპერტიზის საკანონმდებლო რეგულაციების წინა პლანზე წამოწევა და აქტუალურობა მისი მნიშვნელობიდან არის გამოწვეული, რადგან სამედიცინო ექსპერტის დაკვნა მტკიცებულების რთული ფორმაა და ის საკანონმდებლო დონეზე სრულფასოვნად უნდა იყოს გამართული.

დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მნიშვნელოვანი ინიციატივით, ერთობლივად, წერილით მიმართეს საქართველოს სახალხო დამცველს, ბ/ნ: ლევან იოსელიანს, რათა მან კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს იმ ადამიანური (ქართველი/უცხოელი) და ფინანსური რესურსების მოძიება, რომლის შედეგად შესაძლებელი იქნება ამ პრობლემის გადაჭრისთვის შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მზადყოფნას გამოვთქვამენ სამუშაო ჯგუფში გაზიარებულ იქნეს მათი სამართლებრივი გამოცდილება, შენიშვნები თუ მოსაზრებები“, – აცხადებს შორენა ლობჟანიძე.

 

12 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული მიმართვა საქართველოს სახალხო დამცველისადმი:

მიმართვა სახალხო დამცველს

ა.წ. 25 სექტემბერს საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადებით მიმართეს საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს:

,,ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოში არსებული სამედიცინო-სასამართლო ექსპერტიზის გაჭიანურებული ვადებისა და ზოგადად, სამედიცინო-სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც გამოწვეულია ქვეყანაში კანონის არ არსებობაზე და სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის არსებული რეგულაცია და დამკვიდრებული პრაქტიკა, მთლიანად ექიმის კეთილ ნებაზე დამოკიდებულს ხდის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მომზადებას.

მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი დარგის კვალიფიციური ექიმები სახელმწიფოს მიერ მოაზრებულნი არიან პოტენციურ ექსპერტებად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ისინი ინდივიდუალურად წყვეტენ ექსპერტიზაში მონაწილეობის საკითხს. ასევე, ხშირია ექსპერტიზის პროცესში ექსპერტად მონაწილეობაზე უარის თქმის ფაქტები კოლეგიალობის გამო.

არსებული ექსპერტიზების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ დარგის სპეციალისტის თანხმობის პირობებშიც კი პრობლემები მაინც არსებობს საექსპერტო სისტემის საკანონმდებლო რეგულირების კუთხით და ვლინდება ორი ძირითადი მიმართულებით…

ექსპერტიზის დასკვნა მტკიცებულების რთული ფორმაა, რომელიც დაფუძნებულია მეცნიერული კვლევის შედეგებზე. სწორედ მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე მოგმართავთ წერილობით, რათა საქართველოს სახალხო დამცველმა კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალური ჩართულობით მოახდინოს იმ ადამიანური (ქართველი/უცხოელი) და ფინანსური რესურსების მოძიება, რომლის შედეგად შესაძლებელი იქნება ამ პრობლემის გადაჭრისთვის შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა. თავის მხრივ, ქვემოთ ხელმომწერი ორგანიზაციების წარმომადგენლები მზადყოფნას გამოვთქვამთ ჩვენი ადამიაური რესურსებისა და კომპეტენციის გათვალისწინებით დარგის სპეციალისტებს ან აპარატის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფს გავუზიაროთ ჩვენი სამართლებრივი გამოცდილება პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით.“

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  2. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  3. საქართველოს ქალთა დემოკრატიის ქსელი(WDN Georgia)
  4. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  5. ქალთა უფლებათა დაცვის ორგანიზაცია ,,საფარი“
  6. ღია სივრცე კავკასია (COS)
  7. ქალთა ქსელი თავისუფლებისთვის
  8. ადამიანები მშვიდობისთვის
  9. ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის
  10. მწვანე ალტერნატივა
  11. ქალი და რეალობა (CSO WOMANANDREALITY)
  12. ღია საზოგადოების ფონდი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ასეთი საცოდაობა მართლა იშვიათია… პოლიციის კაპიტანს, რომელსაც ლოყა სტკივა და ქალი ჟურნალისტის სილაზე დღემდე...

სასამართლო პროცესზე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ გაკეთებულ...

“ძალიან ზარალდება და ზიანდება ივანიშვილი და მისი ხროვა. რთულად აქვთ საქმე” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია აცხადებს რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა...

“სად არის გარანტია, რომ დღესაც ისინი “დიფ სთეითის” კარნახით არ მოქმედებენ” – გიორგი გახარია...

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარტიის პარტიის ვიდეო-პლატფორმაზე საუბრობს...

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ერთი კაცი დაიღალა კასრში ძვირადღირებული კაციჭამია ვირთხების მოშენებით და იაფფასიანი ინკუბატორის...

"ქართული ოცნების" ახალ სპიკერებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას გამოთქვამს ანალიტიკოსი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...