საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ,,ევროოპტიმისტების” წევრი, ხატია დეკანოიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს გლდანში მომხდარი დაპირისპირების ფონზე, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს მომავალ არჩევნამდე ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები:
,,პრაქტიკულად, წინასაარჩევნო წელი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ,,ქართული ოცნების” კრიმინალური სინდიკატის მართვა და ყველა შრეში ჩაღწევა არის ძალიან აშკარა. მაშინ, როდესაც მთელი ქვეყანა, სახელმწიფო ინსტიტუტები – პოლიცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფარცხალაძეს გადაეფარა და ფიზიკურად გაუსწორდნენ ადამიანს სახლთან იმიტომ, რომ მან მხოლოდ გააკრიტიკა თბილისის საკრებულოში ფარცხალაძე, ამის შემდეგ უკვე ფაქტია, რომ ეს არის კრიმინალური სინდიკატი, რომელიც უბრალოდ სახელმწიფოსთან შერწყმულია.
ამიტომ ვფიქრობ, რომ მსგავსი ძალადობის ფაქტები კიდევ იქნება – დამძიმდება. ეს არის, ასევე, საქართველოს მოქალაქეების დასაშინელებლად”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


