spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნების" დაფინანსებული სიცრუის ნიაღვარი მისწვდა უამრავ ადამიანს...

“ქართული ოცნების” დაფინანსებული სიცრუის ნიაღვარი მისწვდა უამრავ ადამიანს – ნუგზარ წიკლაური

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური ეხმიანება ”მწვანე სკოლასთან” მისი ოჯახის კავშირთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, უზნეო ტყუილების ორგანიზებულ კამპანიად მიიჩნევს მას და აკეთებს კონკრეტულ განმარტებებს:

“არ მინდოდა პასუხის გაცემა უზნეო ტყუილების ორგანიზებულ კამპანიაზე, თითქოს ”მწვანე სკოლა” არის ჩემი საკუთრება, მაგრამ “ქართული ოცნების” დაფინანსებული სიცრუის ნიაღვარი მისწვდა უამრავ ადამიანს და შესაძლოა შეუქმნა მათ მცდარი წარმოდგენა. ამიტომ, მთელი საზოგადოების გასაგონად საჯაროდ ვამბობ, რომ:

1. არ ვფლობ და არც არასოდეს ვფლობდი არცერთ სკოლას. ასე რომ ყოფილიყო, ნამდვილად არ დავმალავდი, რადგან სკოლა არც ანგოლასთან იარაღით უკანონო ვაჭრობაა და არც ბიტკოინების საწარმო.

2. ჩემი მეუღლე ელისო ნიჟარაძე უკვე 20 წელია მუშაობს ამ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად და ბოლო წლებში დირექტორის მოადგილედ კერძო სექტორის სასწავლო ნაწილში.

3. რეჟიმის ძალადობის მსხვერპლი – ტრაგიკულად გარდაცვლილი ბიჭი ლუკა სირაძე სწავლობდა ამ სკოლის საჯარო სექტორში და მას არანაირი შეხება კერძო სექტორთან არ ჰქონია.

როგორც არ უნდა ეცადოს მკვლელი რეჟიმი თავის გადარჩენას, მასთან ბრძოლა არ შეწყდება და ყოველი ახალი ძალადობა მის აღსასრულს მოაახლოვებს: აქვე ვეუბნები მათ, რომ ამ ბრძოლაში ვიქნები მთელი ჩემი ძალით და გულით საბოლოო გამარჯვებამდე,” – აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“რა დასკვნებს გამოიტანს ივანიშვილი უნგრეთიდან?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები, ვარაუდები, აქცენტები...

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“არცერთი სიტყვის არ მჯერა, რასაც ბორიას კანტორა თხზავს ელისო კილაძის წინააღმდეგ” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...