გლდანში, დაპირისპირების დროს დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესი გადაიდო. თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან მწვავე კომენტარი გააკეთა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ:
,,მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არასოდეს ვეგუებოდი და არ შევეგუები უსამართლობას! ის, რომ დღეს ჩვეულებრივად სადამსჯელო ჯგუფები დათარეშობენ თბილისში, ეს არის შემდგარი ფაქტი! ის, რომ პოლიცია ვერ რეაგირებს ამ ყველაფერზე, ან უარეს შემთხვევაში, არ რეაგირებს, ესეც ფაქტია.
თურმე, აი ესე შეიძლება, რომ 60 ადამიანი ბავშვების, საკუთარი ოჯახის თვალწინ დაგხვდეს, გაგისწორდეს და ამ დროს პოლიცია ვერაფერს ვერ ხედავდეს, ხოლო კითხვა თუ გიჩნდება, ამ ყველაფრის წინაშე, შენ დამნაშავე ხარ!
ამიტომ ურთულესი მდგომარეობა გვაქვს და ურთულესი წელი გველოდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, არცერთ მსგავს სისაძაგლეზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ, უნდა მოვახდინოთ რეაგირება. 1 წელიწადში, ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანი არჩევნები – ან გადავარჩენთ ამ ქვეყანას, ან ერთი და იგივე წრეზე ვივლით.
ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის პროვოკაციებზე ჩვენ, ყველას გვქონდეს მყისიერი რეაგირება”, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


