spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვახტანგ, ვიცი რა ხათაბალა საქმე გაბარია, შინაგან საქმეთა...

“ვახტანგ, ვიცი რა ხათაბალა საქმე გაბარია, შინაგან საქმეთა მინისტრი ხარ, ამიტომ, შეიძლება დაგავიწყდა, რომ კიდევ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი თანამდებობა გაქვს – სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ბრძანდები” – დავით უსუფაშვილი შს მინისტრს

ვახტანგ, ვიცი რა ხათაბალა საქმე გაბარია, შინაგან საქმეთა მინისტრი ხარ, ამიტომ, შეიძლება დაგავიწყდა, რომ კიდევ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი თანამდებობა გაქვს – სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ბრძანდები. ამიტომ, ვერანაირად ვერ მივიღებ აქ პასუხებს, რომ რაღაც საკითხი შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ეხებოდა იმიტომ, რომ თავდაცვის სამინისტროს საქმეა, ეს გეოგრაფების და ჰიდროლოგების საქმეა და ა.შ.“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენის დროს.

როგორც მან აღნიშნა, ცოდნა, ექსპერტიზა და გამოცდილება თავს უნდა იყრიდეს უსაფრთხოების საბჭოში.

უსაფრთხოების საბჭოში სიტუაციების ოთახი ამიტომ გვაქვს. ბრიტანელებმა იმიტომ „ჩაასხეს“ ამდენი ოფლი და ფული, რომ ჩვენც გვქონოდა ცივილიზებული სისტემა იმისა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს თანამდებობის პირების შეკრება და გადაწყვეტილებების მიღება. ამას ჩვენ ვერ ვხედავთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ასეთ ვითარებაში ძალიან გასაოცარია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომელ მხარეს ან რომელ პარტიასაც არ უნდა ეკუთვნოდნენ იმის ყურება და მოსმენა რაც ხდება შოვის ტრაგედიის შემდეგ.

საქართველოს მოქალაქეს უნდა ხედავდეს სახელმწიფოს, ქვეყნას, სისტემას, რომელიც ასეთი ტრაგედიებიდან სწავლობს რაღაცას, იღებს გამოცდილებას, გაკვეთილებს და ემზადება იმისთვის, რომ ხვალ და ზეგ შემცირდეს სტიქიური უბედურების გავლენა ადამიანების სიცოცხლეზე და ქვეყანაზე. ამის მოლოდინი აქვს მოქალაქეს!“ – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“სავარაუდოდ, მოსკოვმა შეიძლება დარტყმა მიაყენოს ევროპაში, მისი აზრით, უკრაინისათვის დრონების დამამზადებელ საწარმოებს…” – შალვა...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის კონკრეტული ვერსია და მოლოდინი,...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...