spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე: როცა ქვეყანაში კრიზისია, მას სჭირდება კომპლექსური...

გიორგი ვაშაძე: როცა ქვეყანაში კრიზისია, მას სჭირდება კომპლექსური მართვა, რომელშიც პარალელურ რეჟიმში უნდა მუშაობდეს სხვადასხვა უწყება

ამხელა სტიქია მოხდა ქვეყანაში. სად იყო პრემიერ-მინისტრი? რატომ არ ჩავიდა ადგილზე? რატომ არ დაუძახა ყველა უწყების ხელმძღვანელს? რატომ არ გასცა ბრძანებები?“, – ამ კითხვებით მიმართა პოლიტიკური ჯგუფის – „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, რომელსაც პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით უსმენენ.

გიორგი ვაშაძის თქმით, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრის მორალური, ფუნქციური და საკანონმდებლო პასუხისმგებლობა იყო ჩასულიყო შოვში.

დიახ, ტრაგედია იყო კომპლექსური, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად უნდა ჩასულიყო თავდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, რეგიონული განვითარების სამინისტრო. ეს იყო პრემიერ-მინისტრის ვალდებულება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, კრიზისს კომპლექსური მართვა სჭირდება.

როცა ქვეყანაში კრიზისია, მას სჭირდება კომპლექსური მართვა, რომელშიც პარალელურ რეჟიმში უნდა მუშაობდეს სხვადასხვა უწყება. ჩვენ ვხედავდით, რომ მხოლოდ რეგიონული განვითარების მინისტრი ჩავიდა ადგილზე, სხვა უწყებების მინისტრის მოადგილეები, სხვადასხვა ადამიანები ერთი კონკრეტული ოთახიდან აკეთებდნენ განცხადებებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს” – კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

“ამ თავისუფალმა უდანაშაულო ადამიანმა ხმა გაიკმინდა და სახეში შეაფურთხა” – ელენე ხოშტარია

მმართველი გუნდის ლიდერების პოზიციას, რომ შეწყალებამდე, პატიმრობაში მყოფმა აქტივისტებმა...

გოჩა მირცხულავა: “პოლიტიკაში არ ვერევი ნიშნავს…”

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მოსაზრება საზოგადოებაში გავრცელებულ პოზიციაზე "პოლიტიკაში არ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...