spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი კობახიძე: ჩვენ ვხედავთ, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალები...

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვხედავთ, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალები ცდილობენ ტრაგედიაც კი გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად

სტიქია და ტრაგედია უნდა აერთიანებდეს ყველას. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალები ცდილობენ ტრაგედიაც კი გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად. რაც უპრეცედენტო მოვლენაა და არსად არ ხდება ასეთი რამ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

გასული წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, სტიქიებით განსაკუთრებით დატვირთული იყო სამყარო მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰავაიზე იყო ტყის ხანძარი, რომელსაც ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და არავის დაუწყია სპეკულირება, არავის უფიქრია, რომ სპეკულირებისთვის გამოეყენებინა ეს ყველაფერი და მოეთხოვა პრეზიდენტის და მთავრობის გადადგომა.

გერმანიაში მოხდა ორი – სამი წლის წინ წყალდიდობა, რომელსაც შეეწირა დაახლოებით 200 ადამიანი და არსად არ გამოუყენებიათ პოლიტიკურ პარტიებს ეს საკითხები სპეკულირებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ იქ პროგნოზირებაც უფრო ადვილია და რეაგირებაც.

არცერთ ჯანსაღ ძალას არ უცდია იმ ქვეყნებში სპეკულაციებისთვის გამოეყენებინა ასეთი ფაქტები. თუმცა, გერმანიასთან დაკავშირებით, სტატია ვნახე, თუ როგორი რეაქცია ჰქონდათ პოლიტიკურ სუბიექტებს სტიქიასთან მიმართებით. არც ერთ საპარლამენტო პარტიას არ უცდია სპეკულაციებისთვის ამ ტრაგედიის გამოყენება, თუმცა იქაც არიან არასაპარლამენტო ძალები – ნეონაცისტები და მხოლოდ მათ სცადეს ამ ტრაგედიის გამოყენება საკუთარი ქულების დასაწერად. გერმანიაში ნეონაცები, საქართველოში – ნაცები. ეს არის რეალური სურათი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

გოჩა მირცხულავა: “პოლიტიკაში არ ვერევი ნიშნავს…”

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მოსაზრება საზოგადოებაში გავრცელებულ პოზიციაზე "პოლიტიკაში არ...

“2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული” – სპეციალური...

სპეციალური პენიტენციური სამსახური, მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს,...

“რა სიკრეტინეშია ქვეყანა, იმედია ახსნა არ სჭირდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ჟურნალისტის,...

“ჩვენ ვიხილეთ მიღებული რეზოლუციები, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამ ყველაფერში ფულს იხდიდნენ” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...