დღეს, პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარემ, თინათინ ბოკუჩავამ. ოპოზიციონერმა ლიდერმა ისაუბრა რაჭაში, შოვში მომხდარი ტრაგედიის გამოძიების საკითხთან დაკავშირებით:
,,ოცნების“ პოლიტიკა ყოველთვის, ყველა კრიზისში, ყველა ტრაგედიის წინაშე არის გადაბრალების პოლიტიკა. მათ შორის, შოვის შემდეგაც ჩვენ ვხედავდით, რომ დაზარალებული ადამიანების ბრალეულობაზეც კი საუბრობდა ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ბრალეულობაზე ესაუბრა და ამ მიმართულებით გამოძიება დაეწყო.
გენერალურმა პროკურატურამ ფორმალურადაც კი საქმე არ აღძრა. იმ შესაძლო დანაშაულს, რომელთანაც შეიძლება გვქონდეს საქმე, თავად შინაგან საქმეთა მინისტრი იძიებს, რომელიც თავად შეიძლება იყოს მთავარი პასუხისმგებელი პირი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


