პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე კრიტიკულ შეფასებას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალიძის საქცირების საქმესთან დაკავშირებით:
,,ამერიკელი პარტნიორების მხრიდან არცერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოხდა ოთარ ფარცხალაძის კონკრეტულ სიაში შეყვანა. ჩვენი რადიკალი ოპონენტები თავისი განცხადებებით გვეუბნებიან, რომ აშშ-ის კონკრეტული უწყების განცხადება უფრო მნიშვნელოვანია და მაღლა დგას რანგით, ვიდრე საქართველოს კონსტიტუცია.
პრეზიდენტი თავიდან ბოლომდე არის გადასული რადიკალების ჯგუფში. ის აბსოლუტურად გაემიჯნა ქართულ საზოგადოებას, იმ მილიონზე მეტ ამომრჩეველს, რომელმაც 2018 წელს ორივე ტურში მხარი დაუჭირა”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


