spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"2021 წელს ნათია თურნავა ჩართული იყო ბინძურ გარიგებებში,...

“2021 წელს ნათია თურნავა ჩართული იყო ბინძურ გარიგებებში, როგორც ფარცხალაძესთან, ასევე რუს ოლიგარქებთან, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ” – ელენე ხოშტარია

,,დროას” დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ, ნათია თურნავას კავშირებზე ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაზესა და და სხვა მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით:

,,ჯერ კიდევ 2021 წელს, ნათია თურნავამ, რომელიც მაშინ იყო ეკონომიკის მინისტრი, ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, კომპანია საქართველოს ,,ბიზნესბროკერ.ჯი-სთან”, რომლის დამფუძნებელიც არის რუსი ოლიგარქი, ფარცხალაძის პარტნიორი, ვინმე რომან ბოკერია. ის, მისი მეუღლე და ოჯახი – ჩართულები არიან საქართველოს ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებში, როგორც ფრენების აღდგენის, ასევე მუშაობენ რკინიგზის აღდგენის საკითხზებზე. ეს, ზოგადად, ძალიან საინტერესო და ბინძური ფიგურაა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.

ამ ადამიანთან, კომპანია ,,ბიზნესბროკერ.ჯი-ში” ხელი მოაწერა მემორანდუმს, სადაც მას ჰპირდება ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებაში ხელის შეწყობას. საქართველო, თურნავას ხელით, ხელს აწერს რუსი ოლიგარქის კომპანიასთან მსგავს მემორანდუმს.

ზუსტად ამ ბოკერიასთან ერთად, 2022 წელს, ოთარ ფარცხალაძე მოსკოვში აფუძნებს იდენტურ კომპანიას მოსკოვის ,,ბიზნესბროკერ.ჯი-ს”, სადაც ფარცხალაძე არის 50%-ის მფლობელი. ჯერ კიდევ 2021 წელს, ნათია თურნავა იყო ჩართული ბინძურ გარიგებებში, როგორც ფარცხალაძესთან, ასევე რუს ოლიგარქებთან, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. ეს კარგად ხსნის, თუ რამდენად დიდია ის პრობლემა, რომელსაც ჩვენ ფარცხალაძის სანქცირების შედეგად წავაწყდით.

ეს აგენტურა არის არა მხოლოდ ფარცხალაძისა, არამედ ის არის აისბერგის წვერი, რომელმაც გახსნა მთლიანად ჩვენი სახელმწიფოსა და ,,ქართული ოცნების” რეჟიმის მოღალატეობრივ რუსულ ინტერესებზე მუშაობა. ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ,,ქართულ ოცნებაზე” ზეწოლა, რუს აგენტებთან უნდა ვიყოთ შეტევაზე, უნდა მოვითხოვოთ ამ ბრძანების გაუქმება და თურნავამ ასევე უნდა აგოს პასუხი”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

“რა მაინტერესებს, იცით? ზოგადად გინება იკრძალება თუ ქოცების გინება ხდება დასჯადი?” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“რატომ არ მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შერეული მოდელი საქართველოში?” – ანა კობახიძე

საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების არსებული წესის მიმართ კონკრეტულ პრეტენზიებს გამოთქვამს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...