შაბათი, მაისი 10, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არავითარი ხვრელი არსად არ არის დატოვებული. ეროვნული ბანკის...

“არავითარი ხვრელი არსად არ არის დატოვებული. ეროვნული ბანკის რეგულაციამ უზრუნველყო ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლების დაცვა” – ირაკლი კობახიძე

პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით:

,,აქ საინტერესო რა არის იცით, რომ ეროვნულმა ბანკმაც და იუსტიციის სამინისტრომაც კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედა. ერთ შემთხვევაში ისე გამოვიდა, რომ ფარცხალაძეზე გავრცელდა დადებითი რეგულაცია, მეორე შემთხვევაში კი – მისთვის უარყოფითი რეგულაცია.

არავითარი ხვრელი არსად არ არის დატოვებული. ეროვნული ბანკის რეგულაციამ უზრუნველყო ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლების დაცვა. ერთადერთი, ეს არის უზრუნველყოფილი.

[სუს-ის გამოძიებაზე] მე არ ვიცი დეტალები, არც მუხლი ვიცი, არც რა პროცედურები ჩატარდა აქამდე – მე არ ვიცი, ბუნებრივია, მითუმეტეს, როდესაც ეს არის სუს-ის გამოძიება. ეს დეტალები მე ვერ მეცოდინება. თავისთავად ეს მნიშვნელოვანი ფაქტია. რატომ? – იმიტომ, რომ როდესაც კონკრეტულ ადამიანს უყენებენ ასეთ ბრალდებას, მოქალაქე აღარაა, მაგრამ თავის დროზე იყო, მაგრამ ამასაც არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც ასეთი ბრალდება არის წაყენებული, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტი მტკიცებულებებით დადასტურდეს. ამიტომ გამოძიების დაწყება იყო აუცილებელი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ძალიან ზარალდება და ზიანდება ივანიშვილი და მისი ხროვა. რთულად აქვთ საქმე” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია აცხადებს რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა...

“ეს არის კონტრევოლუცია და არა კომისია – კონტრევოლუცია კრიმინალების, პრორუსი თაღლითების და პრორუსი კორუფციონერების”...

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს...

“ჩვენ აუცილებლად დავიხსნით პოლიტიკურ ტყვეებს! გავიმარჯვებთ ერთობით!” – ნანა ტოხვაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე კიევიდან დაბრუნებისთანავე,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...