შაბათი, მაისი 10, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს და ცალკეულ პოლიტიკოსებს, ვფიქრობ, უნდა...

“ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს და ცალკეულ პოლიტიკოსებს, ვფიქრობ, უნდა ეყოთ კეთილგონიერებაც და გამბედაობაც, წყენებიც დაივიწყონ და პარტიული განსხვავებებიც და ერთიანი გადაწყვეტილებები მიიღონ” – ნიკა გვარამია

ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე, ოპოზიცია საპროტესტო აქციებს აანონსებს. ერთი აქცია იგეგმება საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, იუსტიციის სახლთან  (სადაც, ეროვნული ბანკი ფუნქციონირებს). ასევე დაიგეგმა აქცია პარლამენტის წინ. “მთავარი არხის” დამფუძნებელი ეხმაურება ამ გადაწყვეტილებებს და ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდებს:

📍 როცა ქვეყანაში, სადაც ჩამოშლის პირასაა ეროვნული ბანკი, ეფესბეს აგენტის დაცვის და საერთაშორისო სანქციების დაუმორჩილებლობის გამო

📍 როცა ზემოთ ნახსენები გარემოების გამო, ქვეყნის საფინანსო სიტემის ჩამოშლის და საერთაშორისო იზოლაციის მაღალი რისკია

📍 როცა ქვეყანაში რეალურად და პოტენციური ეფექტით რუსული კანონის მიღებაზე უარესს აკეთებს ქართული ოცნება

ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს და ცალკეულ პოლიტიკოსებს, ვფიქრობ, უნდა ეყოთ კეთილგონიერებაც და გამბედაობაც, წყენებიც დაივიწყონ და პარტიული განსხვავებებიც და ერთიანი გადაწყვეტილებები მიიღონ. თუ ამგვარი კრიზისების დროსაც ვერ ახერხებთ გაერთიანებას, უნდა გესმოდეთ, რომ ადამიანები დაკარგავენ თქვენს მიერ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ცვლილებების მოტანის მოლოდინს, რისი რესურსიც, სამწუხაროდ, ისედაც ძალიან შემცირებულია.

მე მივალ 5 საათზეც იუსტიციის სახლის წინ და 7 საათზეც რუსთაველზე და იმედია ბევრი მოვიქცევით ასე, მაგრამ ერთ ადგილზე ბევრი ხალხი რომ ჯობია სხვადასხვა ადგილზე ნაკლებს, ერთიანობა რომ ჯობია, ურთიერთდატოლებებს, მგონი სადავო არ უნდა იყოს.

p.s. ეს ორი აქცია ბოლოს გაერთიანდება, ერთმანეთთან კომუნიკაცია აქვთ ორგანიზატორებს, რაიმე ერთობლივი ღონისძიება იგეგმება ან დღეს, ან ზოგადად – ეს შეკითხვები არსებობს და ეს შეკითხვები საჭიროებს მკაფიო პასუხებს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილს ძალიან შეზღუდული აქვს იმ ადამიანების წრე, რომლებსაც შეუძლია ენდოს ქვეყნის ღალატის საკითხში” –...

“ამ მოღალატეთა ჯგუფის თავმჯდომარედ კობახიძის არჩევა მოსალოდნელიც იყო. ივანიშვილს...

“რამე ქართული მაინც გაგაჩნდეთ ფარჩაკებო, ბოლომდე გახაზული აგენტები ხართ‼️” – დიტო სამხარაძე ოპოზიციაზე

პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მწვავე პოზიციას აფიქსირებს მმართველი გუნდის ერთ-ერთი...

“თუ გაინტერესებთ, რეგიონში ვინ ვისკენაა ინდოეთ-პაკისტანის დაპირისპირებაში…” – ზურაბ ბატიაშვილი

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი შეფასება-განმარტებებს აკეთებს ინდოეთ-პაკისტანის...

“ივანიშვილი თავისი მანერებით და ქმედებებით გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ასლანს” – მიხეილ სააკაშვილი

წლების წინანდელ ფაქტებს იხსენებს და შედარებებს ახდენს საქართველოს მე-3...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...