პარასკევი, მაისი 9, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე: ისტორიული შესაძლებლობა მოგვეცა, რომ არა მხოლოდ...

გიორგი ვაშაძე: ისტორიული შესაძლებლობა მოგვეცა, რომ არა მხოლოდ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, არამედ დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი

მართლაც ისტორიული შესაძლებლობა და შანსი მოგვეცა, რომ არა მხოლოდ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, არამედ დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, ამ შესაძლებლობის შესახებ საუბრობს ევროკომისარი და ევროპარლამენტის პრეზიდენტიც.

ჩვენ ხომ ევროკავშირი საქართველოსთვის გვინდა. ევროკავშირი ნიშნავს ინვესტიციას, სამუშაო ადგილებს, ძლიერ საქართველოს და მშვიდობიან საქართველოს ნატო-სთან ერთად.

უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს რუსული პასპორტის ნაცვლად, რომელიც სიკვდილის და განადგურების სიმბოლოა, ჯიბეში შეუძლიათ ჰქონდეთ ქართულ-ევროპული პასპორტი. ამის შანსი ხომ არასდროს არ ჰქონია საქართველოს?

ძლიერი სოფელი, ძლიერი ოჯახები, ძლიერი ადამიანები ევროკავშირთან ერთად, დაცული კულტურული მემკვიდრეობა და დაცული ქართული ტრადიციები ევროკავშირთან ერთად და ამ დროს რას აკეთებს „ქართული ოცნება“? პირდაპირ საბოტაჟშია შესული ევროინტეგრაციის პროცესში. რატომ? იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ისინი რუსულ ინტერესებს ატარებენ.

დიახ, რუსული ინტერესების მსახურებაა, როცა რუსეთის ჯაშუშს, ფარცხალაძეს დანიშნავ გენერალურ პროკურორად, როცა მისი სანქცირების შემდგომ, რუსეთის ჯაშუშს იცავ საქვეყნოდ, როდესაც საკუთარი მოქალაქეების ინტერესების მაღლა აყენებ რუსეთის ჯაშუშ ფარცხალაძეს. ეს არის რუსული ინტერესების გატარება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყოველდღეც რომ დაგვჭირდეს უნდა ვიდგეთ ქუჩაში, ყირაზეც დავდგეთ, შეუძლებელი შევძლოთ და საკუთარ თავებს ვაჯობოთ,...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს...

“იმედი მაქვს, ევროპა დადგება თავის ადგილზე და დაბრუნდება იმ სამართლებრივ ჩარჩოებში, რაც მისი შექმნის...

თბილისის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ ევროკავშირი დაუბრუნდება იმ...

“უკვე ძალიან წუხან “პატრიოტი” რუსქოცები, რომ პუტინს აღარ აქვს უსაფრთხოების გარანტია 9 მაისის აღლუმისთვის”...

რუსეთში დაგეგმილ, 9 მაისის აღლუმთან დაკავშირებით, გაჩდა ერთგვარი შიშნარევი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...