ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები2020 წლის არჩევნებამდე უნდა მოვახერხოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის...

2020 წლის არჩევნებამდე უნდა მოვახერხოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება – მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სპეციალური განცხადება გააკეთა, რომელიც ეხებოდა მაჟორიტარი კანდიდატების მიერ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შემოღების ინიციატივის პასუხად ხელისუფლების შეთავაზებას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე:

“საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში, ჩვენს გუნდში, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. არის მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც სრულად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შემოღებაზე მუშაობს, თუმცა უმრავლესობის დიდი ნაწილი ამ ინიციატივის წინააღმდეგია.

ყველას ესმის, რომ მსგავსი ტიპის აზრთა სხვადასხვაობის თუ დაპირისპირების გაღვივება საფრთხის შემცველია როგორც გუნდის ერთიანობისთვის, ასევე ზოგადად, პოლიტიკური სტაბილურობისთვის, ამიტომ, ჩვენთვის პრიორიტეტული იყო, მაქსიმალურად სწრაფად მიგვეღწია გარკვეული კონსესუსისთვის გუნდის შიგნით და ვფიქრობთ, რომ უმრავლესობის ბოლო სხდომაზე და მას შემდეგ სხვადასხვა ფორმატში კონსულტაციებით შეთანხმების მიღწევა შევძელით.

უმრავლესობის მხრიდან გაზიარებული იყო მაჟორიტარი დეპუტატების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის არჩევნებიდან 2024 წლამდე მუდმივად იქნება საუბარი, რომ უნდა გაიმართოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, რაც მუდმივი არასტაბილურობის განცდას გააჩენს და ეს პროცესი შექმნის ნიადაგს და ცდუნებას პოლიტიკური კრიზისების ხელოვნურად გამოწვევისთვის. საუბარია 2020 წლის შემდეგ პერიოდზე.

ჩვენ, უმრავლესობის დიდი ნაწილი, მათი სხვა არგუმენტებისგან განსხვავებით, საბოლოოდ დავეთანხმეთ მაჟორიტარ დეპუტატებს რისკის ამ ნაწილში მხოლოდ და შევთანხმდით, რომ ისინი უკან გაიწვევენ თავიანთ წინადადებას 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარების ინიციატივასთან დაკავშირებით, ჩვენ კი, 2020 წლის საპარლამენტო არჩვენებამდე ისეთი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნას მოვახერხებთ, რითაც ზემოთ დასახელებულ რისკებს მოვხსნით.

შესაბამისად ჩვენ, 2020 წლის არჩევნებამდე უნდა მოვახერხოთ, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება და ასეთ პირობებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილება გაგრძელდება მხოლოდ 2024 წლამდე. ამ შემთვევაში, მაჟორიტარი დეპუტატები თავიანთ ინიციატივაზე იტყვიან უარს.
თუ ჩვენ ამ გარანტიის შექმნას ვერ შევძლებთ, მაშინ მაჟორიტარები აგრძელებენ პროცესს, რომ 2020 წლის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს რეფერენდუმი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქალების და თითქმის ბავშვების პატიმრობაც ჯერ აპეტაიზერადაა ჩამორიგებული” – ნათია ფანჯიკიძე

ამ ბოლო პერიოდში დაპატიმრებების სერიას, ასევე, პედაგოგ ნინო დათაშვილისთვის...

“მიზანმიმართულად ცირკს აწყობენ სასამართლო დარბაზებში, შესაბამისად, გვინდა, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ევროპასა და აშშ-შია”...

თბილისის მერის განცხადებით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მედიისთვის დაუშვებელს...

“ევროპარლამენტმა მორიგი “რაკეტა” ესროლა საქართველოს მორიგი რეზოლუციის სახით, თან კასეტურ ვარიანტში, რომ გაფანტული ნაღმები...

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი, ზაალ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...