ოთხშაბათი, მაისი 22, 2024

“ეს არის რადიკალების პირადი შურისძიება ოთარ ფარცხალაძეზე!” – ირაკლი ზარქუა

პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან მწვავე კომენტარს აკეთებს ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საკითხის გამოძიებასთან დაკავშირებით:

,,სჭირდებათ ახლა ფარცხალაძე და ამიტომ წამოსწიეს ეს თემა, ამ რადიკალებმა და მერე ამათმა პატრონებმა. სახელმწიფო დეპარტამენტიც შეცდომაშია შეყვანილი. თქვენ რატომ გგონიათ, რომ თეთრი სახლი ან სახელმწიფო დეპარტამენტი თუ იტყვის რაღაცას, აპრიორი მართალია?!

ამ რადიკალებს პირადი მტრობა აქვთ ბატონ ფარცხალაძესთან. რატომ? – ფარცხალაძე იყო ადამიანი, ვინც დაიწყო აი, ამ მწვალებლების ციხეში ჩასმა.

მაგათ დროს მუშაობდა ე.ი. ანგელოზი იყო, ხოლო ახლა, როცა საერთოდ არ აქვს შეხება რამდენი წელია, არ არის საჯარო სამსახურში, ახლა უკვე აღმოჩნდა პრობლემა?!

ეს არის რადიკალების პირადი შურისძიება ამ ადამიანზე!”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული