spot_img
მთავარიანალიტიკარა ფინანსური აქტივები ინახება საპენსიო სააგენტოს ანგარიშზე -...

რა ფინანსური აქტივები ინახება საპენსიო სააგენტოს ანგარიშზე – ალექსი ნონიაძე

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გთავაზობთ საპენსიო სააგენტოს მონაცემებს, რომელიც ჩვენ საერთო ფინანსურ დანაზოგს ეხება.

სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით 2013 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით საპენსიო ფონდის მოცულობა 3.85 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები 868 მილიონ ლარს შეადგენდა. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 438 ათასი ადამიანი იყო. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 4,647 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 13,755,174.81 ლარს შეადგენდა.

პორტფელის სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურება:

NN ნაკლებრისკიანი

(%)

საშუალორისკიანი

(%)

მაღალრისკიანი

(%)

1 სადეპოზიტო სერტიფიკატები 54 54 54
2 საქართველოს სახაზინო ობლიგაციები 18 17,7 18
3 უცხოური კორპორაციული აქციები (უცხოური ვალუტა) 17,5 19 20,5
4 სარგებლიანი ანგარიშები 8 6,5 5
5 ვადიანი დეპოზიტები 0,8 0,8 0,8
6 ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციები

(უცხოური ვალუტა)

0,39 0,4 0,4
7 საქართველოს სახაზინო ვალდებულებები 0,38 0,4 0,4
8 ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციები 0,38 0,4 0,4
9 ევროობლიგაციები 0,6 0,6

 

საპენსიო პორტფელის 81.59% ლარშია განთავსებული, ხოლო 18.41% უცხოურ ვალუტაში. აქედან  81.6% ადგილობრივ, ხოლო 18.4% უცხოურ აქტივებშია დაბანდებული. ხანგრძლივობის მიხედვით ფინანსური საშუალებების 21.9% ერთ წლამდე, 39.1% ერთიდან ორ წლამდე, ხოლო 39.0% ორი და მეტი წლის ვალდებულებებში არის განთავსებული.

პირველი ინვესტიცია ადგილობრივ კორპორაციის აქტივებში 3.5 მლნ ლარის ოდენობით 2022 წლის ნოემბერში განხორციელდა. კანონი სააგენტოს შექმნიდან  5 წლის ვადაში კრძალავდა დიდი რაოდენობით საშუალო და მაღალრისკიან აქტივებში ფულის განთავსებას. ეს ვადა აგვისტოში გავიდა, ამიტომ სააგენტოს გადაწყვეტილებით ყველა ბენეფიციარს უნდა მიეღო გადაწყვეტილება 6 სექტემბრის ჩათვლით, თუ რომელი კატეგორიის პორტფელში განათავსებდა საკუთარ დანაზოგს. სხვა შემთხვევაში კანონი მოქალაქისგან დამოუკიდებლად ითვალისწინებდა  40 წლამდე დასაქმებულის საპენსიო თანხების გადანაწილდებას “მზარდ” (მაღალრისკიან), 40 წლიდან 50 წლამდე დასაქმებულის – “შერეულ” (საშუალორისკიან), ხოლო 50 ან 50-ზე მეტი წლის – “სტაბილურ” (ნაკლებად რისკიან) საინვესტიციო პორტფელში. მაგრამ საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე განიხილა კანონში ცვლილებები, რომელიც კიდევ 5 წლით გადაავადებს კანონის ამ მუხლის ამოქმედებას, რომელიც ჩვენი მოქალაქეების დანაზოგის საშუალო და მაღალრისკიან პორტფელში განთავსების უფლებას მიანიჭებს საპენსიო სააგენტოს.

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ყველგან, სადაც არჩევნები ტარდება, ხალხი უარს ამბობს მონობაზე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უნგრეთში შემდგარ არჩევნებს ეხმიანება,...

“ოპოზიცია! ემზადეთ შემოდგომაზე ჩანიშნული არჩევნებისთვის…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს მმართველი გუნდის მიერ...

“ახლა აბასთუმანში ნებივრობს და უნდა ზედმეტი ტრაფიკი ცაში?!” – პეტრე ცისკარიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი 16 აპრილიდან...

“იმ ხალხის საყურადღებოდ, ვინც ოპოზიციას დასკვნების გამოტანას სთავაზობს…” – ნიკა გვარამია

უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, ქართული ოპოზიციის მიმართ გამოთქმულ ცალკეულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...