ხუთშაბათი, მაისი 9, 2024

“მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად ვაჩვენოთ, ვისაც გვაქვს მიზანი – საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რომ ამ საკითხის ირგვლივ მაინც გვაქვს თანხმობა” – ეკა ბესელია

საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან კონსულატაციების გასავლელად მორიგი შეხვედრა გაიმართა. სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პარტია ,,სამართლიანობისთვის” თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ:

,,პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მაქსიმალურად გააკეთოს ყველაფერი, რათა თანხმობა იყოს და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს პოლარიზაციის დასრულებასა და რაღაცნაირად ამ საერთო მიზნის ირგვლივ მაინც კოორდინაციას. ალბათ, ეს იქნება დღესაც სასაუბრო თემა.

მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად ვაჩვენოთ, ვისაც გვაქვს ეს მიზანი – საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რომ ამ საკითხის ირგვლივ მაინც გვაქვს თანხმობა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული