პარასკევი, ივნისი 27, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვაშალვა თადუმაძის იურიდიული დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება -...

შალვა თადუმაძის იურიდიული დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება – საერთაშორისო გამჭვირვალეობა-საქართველო

საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველო თავისი კვლევისა და ანალიზის შედეგებს აქვეყნებს ყოფილი გენერალური პროკურორის, უკვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით:

მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, პარლამენტში გასაუბრებისას, მის იურიდიულ დიპლომთან დაკავშირებულ შეუსაბამობებზე განმარტებები გააკეთა. მოგვიანებით კი, საკანონმდებლო ორგანოში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან წერილიც წარადგინა.

აღნიშნული ინფორმაციის, საარქივო მასალებისა და შესაბამისი კანონმდებლობის ანალიზის შედეგად, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ არ დასტურდება მოქმედი გენერალური პროკურორის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის აუცილებელი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი კვალიფიკაციის ქონა. კერძოდ, მოსამართლეს უნდა ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

  • დასტურდება თუ არა შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა იურიდიულ საკითხთა კომიტეტისათვის გაგზავნილი წერილით?

არ დასტურდება, რადგან განათლების ხარიხის განვითარების ეროვნული ცენტრის პასუხში  პირდაპირ იკითხება, რომ შალვა თადუმაძეს მისთვის დიპლომის ნამდვილობის შესწავლის თხოვნით არ მიუმართავს და შესაბამისად, ცენტრს ამ საკითხზე არ უმსჯელია.

  • დასტურდება თუ არა, რომ შალვა თადუმაძემ 5-წლიანი სასწავლო კურსი გაიარა?

არ დასტურდება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, არსებობდა თუ არა 1994-1998 წლებში ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიულ ფაკულტეტზე 5-წლიანი სასწავლო კურსი, ვინაიდან ცენტრი არ ფლობს ამ საკითხზე დოკუმენტურ ინფორმაციას. ამის შესახებ ინფორმაცია არც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაშია  დაცული. საარქივო მასალაში  ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც იძებნება, რექტორის მიერ 1997 წლის 2 სექტემბერს დამტკიცებული იურიდიული ფაკულტეტის 1997-1998 სასწავლო წლის გეგმაა, რომლის მიხედვითაც იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის ხანგრძლივობა მხოლოდ 4 წელს შეადგენდა.

  • დასტურდება თუ არა, რომ შალვა თადუმაძის მიერ მიღებული განათლება უთანაბრდება მაგისტრის ხარისხს?

არ დასტურდება. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ცენტრმა  ჰუმანიტარული ინსტიტუტის 1998 წლის კურსდამთავრებულებს კვალიფიკაცია მაგისტრის ხარისხს გაუთანაბრა, მიუხედავად იმისა, რომ თავად სასწავლებელი 1994 წელს დაფუძნდა. თუმცა, დამატებითი ინფორმაციის ძიებისას აღმოჩნდა, რომ  ასეთი 3 შემთხვევა არსებობს და სამივე შემთხვევაში სტუდენტებმა სწავლა 1993 წელს სხვა სასწავლებლებში დაიწყეს, შემდეგ თადუმაძის სასწავლებელში გადავიდნენ და მასთან ერთად, 1998 წელს დაამთავრეს, მაგრამ თადუმაძისგან განსხვავებით, მათი სწავლის ხანგრძლივობამ მთლიანობაში 5 წელი შეადგინა. დიპლომის ნამდვილობის დადასტურება გულისხმობს სწავლებისა და კვალიფიკაციის მინიჭების საკითხის ინდივიდუალურ გამოკვლევას, ამდენად, თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა სხვა მაგალითების საფუძველზე ისედაც ვერ დადასტურდება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკანონმდებლო ორგანოს მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტში წარდგენილი არ არის შალვა თადუმაძის დიპლომის მაგისტრთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი. კერძოდ, იურიდიულმა კომიტეტმა ცენტრს ჰკითხა, უთანაბრდება თუ არა თადუმაძის დიპლომი არანაკლებ მაგისტრის დიპლომს. ცენტრის პასუხში ხაზგასმულია, რომ შალვა თადუმაძეს არც აღნიშნული კითხვით  მიუმართავს მათთვის და შესაბამისად,  ცენტრს ამის შესახებ არც უმსჯელია. ამის შესახებ არც უმსჯელია.

  • დასტურდება თუ არა, რომ შალვა თადუმაძეს სასწავლებლის ექსტერნატის წესით დამთავრება შეეძლო?

არ დასტურდება. წერილში მოყვანილია „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (01.08.1997) მუხლები, რომელთა თანახმად, განათლების მიღება შეიძლებოდა ექსტერნატის ფორმით. თუმცა, ამ პასუხში არ არის დაზუსტებული, რომ იმავე კანონის 57-ე მუხლის „ზ“ და „თ“ პუნქტების მიხედვით, კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა დამტკიცებულიყო ექსტერნატის ფორმით სწავლების დებულება, რომელიც, წესით, განათლების სამინისტროს უნდა მიეღო. თუმცა, ოფიციალური მიმოწერის საფუძველზე გავარკვიეთ, რომ მსგავსი დოკუმენტი არც განათლების სამინისტროსა და არც ცენტრს  არ მოეპოვებათ  და სავარაუდოდ, არც ყოფილა მიღებული.

ზემოთ აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ შალვა თადუმაძეს, ოფიციალურად მიმართოს განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს, მისი უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობის პროცედურის დადგენის მოთხოვნით და ასევე, იმის დასადასტურებლად, რომ მის მიერ მიღებული განათლება მაგისტრის ხარისხს უთანაბრდება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ვაიმე ქოცო, ვაიმე. რაღაც იმნაირს გამოგიქანებთ და გთხლიშავთ ტრამპი, ბაიდენი და დიფსთეითი მოგენატრებათ😅” –...

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ...

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

“მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო?” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმიანება გენერალური პროკურორის გენერალურ აუდიტორად...

“ეს ბრძოლაა ხალხსა და რეჟიმს შორის და აქ მარცხდება ივანიშვილი!” – გიორგი ვაშაძე

"ქართული ოცნება" ტელეკომპანიებს კომუნიკაციების კომისიაში უჩივის. აღნიშნულთან დაკავშირებით მწვავე...