შაბათი, მაისი 10, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე - ყველა სოფელში ჩავალთ და სიმბოლურად,...

გიორგი ვაშაძე – ყველა სოფელში ჩავალთ და სიმბოლურად, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს ავღმართავთ, საქართველოს სჭირდება ევროკავშირი

„გამარჯვების პლატფორმამ“ წყალტუბოს რაიონში, სოფელ უკანეთში, სიმბოლურად, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აღმართა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის, “გამარჯვების პლატფორმის” ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, დაწყებულია კამპანია – „ევროკავშირი საქართველოსთვის“, რომლის ფარგლებშიც ისინი არაერთ რაიონსა თუ სოფელში ჩავლენ. ოპოზიციონერ ლიდერს მიაჩნია, რომ საქართველოს – სტაბილურობისთვის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის აუცილებლად სჭირდება ევროკავშირი:

ვიწყებთ კამპანიას – „ევროკავშირი საქართველოსთვის“. ყველა სოფელში ჩავალთ და ასე, სიმბოლურად, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს ავღმართავთ, იმიტომ, რომ სოფლების გაძლიერებას სჭირდება სწორედ ევროკავშირი და სამუშაო ადგილებს და საქართველოში ხალხის დაბრუნებას სჭირდება ევროკავშირი.

საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ საიდანაც მოგვწერთ, ყველგან ჩამოვალთ და ავღმართავთ დროშებს.

ამ სოფლიდან ვიწყებთ, მათ შორის, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ აქ 2012 წლის მერე არჩევნები არ მოუგია. რუსეთი საქართველოში არასდროს არ იქნება და ყოველთვის ევროპისკენ უნდა ვიაროთ, ხშირად გვექნება მსგავსი სიმბოლური ღონისძიებები, ამით ჩვენ ევროპულ პარტნიორებსაც ვუგზავნით მესიჯს, რომ ქართულ საზოგადოებას უნდა ევროკავშირი“, – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ IX ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ...

“ივანიშვილის ხელში სასამართლო იქცა მთავარი უსამართლობის სიმბოლოდ” – თინა ბოკუჩავა

“ივანიშვილის ხელში სასამართლო იქცა მთავარი უსამართლობის სიმბოლოდ, რომელსაც ივანიშვილი...

“სად არის გარანტია, რომ დღესაც ისინი “დიფ სთეითის” კარნახით არ მოქმედებენ” – გიორგი გახარია...

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარტიის პარტიის ვიდეო-პლატფორმაზე საუბრობს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...