პარასკევი, მაისი 9, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუ ევროპა გვინდა, ბიძინას მეტ-ნაკლებად ნორმალური მთავრობით ჩანაცვლებაა...

“თუ ევროპა გვინდა, ბიძინას მეტ-ნაკლებად ნორმალური მთავრობით ჩანაცვლებაა მთავარი, სტატუსითაც და უსტატუსოდაც” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს ევროინტეგრაციის პროცესში სხვადასხვა სახის პოზიციებთან დაკავშირებით:

საქართველოში ევროკავშირის წევრობის სტატუსზე არსებობს ორი ძირითადი პოზიცია (ვგულისხმობ არსს და არა ფორმალურ რიტორიკას):

  • მთავრობა: თუ მოგვცემენ მოგვცენ, თუ არა და, აი დარდი.
  • პროდასავლური საზოგადოება: მართალია, არ ვიმსახურებთ, მაგრამ მაინც უნდა მოგვცენ.

ჩემთვის მთავრობის პოზიცია მიუღებელია, მაგრამ, მისი ხედვიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, ლოგიკურია. პროდასავლური საზოგადოების პოზიცია ჩემთვის ემოციურად უფრო ახლოა, მაგრამ ლოგიკური არანაირად არ არის.

ზოგი პროევროპელის არგუმენტი: “თუ ევროპამ სტატუსი არ მოგვცა, ესე იგი დაგვიკიდა და ბიძინას მწვანე აუნთო, რომ რუსეთისკენ წაგვიყვანოს”, უმწეოა. შარშან ივნისში რომ არ მოგვცა, ეს შედეგი დადგა? ახლა რატომ იქნება “დაკიდება”?
(არ ვაკეთებ პროგნოზს, რომ ევროკავშირი სტატუსს არ მოგვცემს. შეიძლება მაინც მოგვცეს, მაგრამ მაშინ ეს მისი მხრიდან არ იქნება ლოგიკური: შარშან ივნისში თუ არ გვეკუთვნოდა, ახლა რა გამოსწორდა?).

თუ ევროპა გვინდა, ბიძინას მეტ-ნაკლებად ნორმალური მთავრობით ჩანაცვლებაა მთავარი, სტატუსითაც და უსტატუსოდაც. პროგრესული „ინფლიენსერების“ მიერ იმ იდეის გამყარება, თითქოს სტატუსის არმოცემა ევროპისგან ჩვენს „გაწირვას“ ნიშნავს, თავისი ობიექტური შინაარსით ანტიდასავლური პროპაგანდა და ტყუილის ტირაჟირებაა.

როგორც „ოცნებას“ მზად აქვს რიტორიკა სტატუსის არმიღების სცენარისთვის, ასევე უნდა ჰქონდეს მეორე მხარესაც. ისტერიკა რაციონალური რეაქცია არ არის.

გზავნილი უნდა იყოს ცხადი: სტატუსი გვინდა, მაგრამ “ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა, რომ ევროკავშირისთვის სტატუსის მინიჭების საშუალება არ მიეცა. “ოცნებასთან” უნისონში ევროპის დადანაშუალება იქნება სიბეცე“, – წერს ფეიუსბუქის პირად გვერდზე გია ნოდია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...

“მივდივართ ვარაუდამდე, რომ აშშ იმედოვნებს ღია თუ ფარული ოპერაციებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლას…” – ზაალ...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ვარაუდს გამოთქვამს...

“ქართული ოცნების” ყრილობის მოკლე შეჯამება: ყველგან კობახიძე, არსად სამართალი” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" ყრილობის ინტერპრეტირებულ შეფასებას...

“ქვეყანა ღრმა კრიზისშია – ივანიშვილი იმალება, კობახიძე კი ზიზღითა და სარკაზმით ელაპარაკება როგორც საზოგადოებას,...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ ღრმა პოლიტიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...