ორშაბათი, მაისი 12, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როდესაც კანონპროექტი იქნება მიღებული, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება"...

“როდესაც კანონპროექტი იქნება მიღებული, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება” – კახა კალაძე “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით არსებობდა.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის კომენტირებისას განუცხადა.

რაც შეეხება აღნიშნულ კანონს, თქვენ იცით, რომ ჩვენ გადაწყვეტილება გვქონდა მიღებული, პარლამენტშიც გვქონდა წარდგენილი აღნიშნული კანონპროექტი, თუმცა, ჩვენი მეგობარი ევროპელების თხოვნით იქნა შეჩერებული. გავიარეთ კონსულტაციები და ის მოთხოვნები, რაც იყო აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, ყველაფერი არის გათვალისწინებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, თუ ვის უნდა შეეხოს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი, კალაძეს მაგალითად კონკრეტული ყოფილი მაღალჩინოსანი მოყავს.

როდესაც კანონპროექტი იქნება მიღებული, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. თუ კონკრეტიკას მეკითხებით, მაგალითად, შემიძლია დაგისახელოთ დავით კეზერაშვილი, რომელიც გამდიდრდა საქართველოში ომის და იმ უბედურების ხარჯზე, რაც 2008 წელს ქვეყანას თავს დაატყდა. ეს ადამიანი აგრძელებს ბინძურ საქმიანობას. დაახლოებით ორი თვის წინ (შეიძლება ცოტა მეტიც გავიდა) თქვენ იხილეთ „ბიბისის“ საგამოძიებო გადაცემა, სადაც პირდაპირ აღწერილია მისი კრიმინალური საქმიანობა. დღეს, ეს ადამიანი ამ სიბინძურით ნაშოვნი ფულით არის ქართულ პოლიტიკაში, აფინანსებს კონკრეტულ ტელევიზებს, რაც ძალიან მძიმეა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ გაინტერესებთ, რეგიონში ვინ ვისკენაა ინდოეთ-პაკისტანის დაპირისპირებაში…” – ზურაბ ბატიაშვილი

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი შეფასება-განმარტებებს აკეთებს ინდოეთ-პაკისტანის...

“ივანიშვილი თავისი მანერებით და ქმედებებით გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ასლანს” – მიხეილ სააკაშვილი

წლების წინანდელ ფაქტებს იხსენებს და შედარებებს ახდენს საქართველოს მე-3...

“ჩემს საქმიანობას იკვლევს წულუკიანის “კომისია”, ხოლო ქოცების საქმიანობას 🇺🇸 ამერიკის კონგრესის მთელი შემადგენლობა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთგვარ შეფასება-შედარებას ახდენს მისი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“ტლუ ქოცებო, ახლა მაინც მიხვდით რატომ გაიპარა ღარიბაშვილი?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" ლიდერებს...