კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გამარჯვების პლატფორმის" იდეა არის, რომ ჩვენ ერთიანობით, ერთად...

“გამარჯვების პლატფორმის” იდეა არის, რომ ჩვენ ერთიანობით, ერთად დგომით, აღმშენებლობით გამარჯვებას მოვუტანთ საქართველოს! – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე „გამარჯვების პლატფორმის“ მიზნებსა და შესაძლებლობებს გაუსვა ხაზი.

როგორც გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, საქართველოს წარმატება და აღმშენებლობის გეგმის განხორციელება რეალურია, თუკი მოსახლეობა ირწმუნებს და აღნიშნულ პროცესში აქტიურად ჩაერთვება.

მისივე თქმით, სწორედ ამ იდეის გარშემო შეიქმნა „გამარჯვების პლატფორმა“, რომელიც პატრიოტ და პროფესიონალ ადამიანებთან ერთად საქართველოს გამარჯვებას აუცილებლად მოუტანს:

სწორედ იმისთვის, რომ ეს აღმშენებლობის გეგმა განხორციელდეს, მთავარია გვჯეროდეს, ცვლილებები შესაძლებელია და პროექტები რეალურია და ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, აქტიური მონაწილეობა უნდა მივიღოთ ამ პროცესში!

ძლიერი ქუთაისი, ძლიერი საქართველო რეალურია! გამარჯვება რეალურია! სწორედ ამ რწმენით და ამ მიზნებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების აქტიური მონდომებით, ყველა თაობის პატიოსან, პროფესიონალ და პატრიოტ ადამიანთან ერთად შეიქმნა „გამარჯვების პლატფორმა“.

სწორედ ეს არის „გამარჯვების პლატფორმის“ იდეა, რომ ჩვენ ერთიანობით, ერთად დგომით, აღმშენებლობით გამარჯვებას მოვუტანთ საქართველოს! გამარჯვება არის ერთდერთი გამოსავალი! და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! საქართველო გაიმარჯვებს!“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ ვიზალიბერალიზაცია შეგვიჩერეს, პარიზს – პიტერი ჩაანაცვლებს, რომს – სოჭი და ა. შ.” –...

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში ალტერნატიულ არჩევანზე საუბრობს ლიდერ ქალთა კლუბის...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“სინათლისა და სიბნელის ბრძოლაში, სინათლე და თავისუფლება გაიმარჯვებენ!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "საქართველოს უნივერსიტეტთან" დაკავშირებით ტვ...

“ფარისევლობის და მდაბიოობის საოცარი ნაზავი შემოგვთავაზეს ბედნიერ ერს🤮” – ბაჩანა შენგელია

საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას დაკითხვასთან დაკავშირებით პროდასავლურ პარტიებში დაფიქსირებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...