ორშაბათი, მაისი 12, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე: "ის, რაც იყო მიშას იდეა, ჩვენი...

გიორგი ვაშაძე: “ის, რაც იყო მიშას იდეა, ჩვენი იდეა, აღმშენებლობის დიდი იდეა, რომ საქართველოს უნდა ეამაყა ქუთაისით და ქუთაისს უნდა ეამაყა თავისი განვითარებითა და შესაძლებლობებით ივანიშვილმა მიზანმიმართულად გააჩერა”

„სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ფარგლებში ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე „გამარჯვების პლატფორმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ქუთაისის განვითარების შესაძლებლობასა და მიხეილ სააკაშვილის როლზე ისაუბრა.

მისი თქმით, სწორედ მიხეილ სააკაშვილის იდეით დაიწყო ქუთაისის აღმშენებლობა და განვითარება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიზანმიმართულად შეაჩერა:

ცნობილია, რომ მე-11 საუკუნეში თურქებისგან გადამწვარი და აოხრებული ქუთაისის და ბაგრატის განახლება პირველად ჩვენი დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის მიერ მოხდა. ქუთაისი, ბაგრატი, გელათი ყოველთვის გადამწყვეტ როლს და ფუნქციას ასრულებდა საქართველოს ერთიანობის საქმეში.

სწორედ ეს როლი და ფუნქცია დაინახა ქუთაისისთვის მიხეილ სააკაშვილმაც და ამ ფუნქციის და როლის დაბრუნების გამოხატულება იყო ბაგრატის აღდგენა, ქუთაისის საპარლამენტო დედაქალაქად გამოცხადება, აი ამ იდეის ავტორი, დღეს, ციხეში ჰყავთ გამომწყვდეული. ეს უსამართლოა! ასე გაგრძელება არ შეიძლება!

ის, რაც იყო მიშას იდეა, ჩვენი იდეა, აღმშენებლობის დიდი იდეა, რომ საქართველოს უნდა ეამაყა ქუთაისით და ქუთაისს უნდა ეამაყა თავისი განვითარებითა და შესაძლებლობებით ივანიშვილმა მიზანმიმართულად გააჩერა.

ივანიშვილმა გააჩერა არა მხოლოდ ქუთაისის განვითარების იდეა, არამედ გააჩერა ანაკლია-ლაზიკის უდიდესი პროექტი, შეაჩერა სიღნაღის, კახეთის სხვა რეგიონების განვითარება. შეაჩერა მესტიის და მაღალმთიანი აჭარის განვითარების პროექტები, რითაც პირდაპირ ბრძოლა გამოუცხადა დავით აღმაშენებლის დიდი, ერთიანი, ძლიერი რეგიონის ლიდერი საქართველოს იდეას,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სალომე ზურაბიშვილი აღლუმს ალბათ ალეკო ელისაშვილისგან ჩაიბარებს, ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება, ჩაიბაროს”...

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ეხმაურება საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...

“ცოტა ბოდიში მომითხოვია იმათთან, ვინც გუშინ შვებით ამოისუნთქეთ😁” – ნინო ჯანგირაშვილი სანქციებთან დაკავშირებით

"მეგობარი აქტის" კონგრესში მიღების შემდეგ გამოქვეყნდა სანქცირების კანდიდატთა სავარაუდო...

“ასეთი საცოდაობა მართლა იშვიათია… პოლიციის კაპიტანს, რომელსაც ლოყა სტკივა და ქალი ჟურნალისტის სილაზე დღემდე...

სასამართლო პროცესზე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ გაკეთებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“ტლუ ქოცებო, ახლა მაინც მიხვდით რატომ გაიპარა ღარიბაშვილი?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" ლიდერებს...