spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიეფესბეს აგენტი ოთარ ფარცხალაძე არის ივანიშვილის ნების გამტარი...

ეფესბეს აგენტი ოთარ ფარცხალაძე არის ივანიშვილის ნების გამტარი და “მომგვარებელი” სისტემისთვის მნიშვნელოვან საქმეებში – ნიკა გვარამია

აშშ-ს მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციის დაწესებას ეხმაურება “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია და კონკრეტულ განმარტებებთან ერთად საყურადღებო მინიშნებებსაც აკეთებს:

მასშტაბის სრულფასოვანი გააზრებისთვის: ორგანიზებული კრიმინალური ბანდის ლიდერი და ეფესბეს აგენტი ოთარ ფარცხალაძე არის სასამართლოს და პროკურატურის ე.წ. მაყურებელი. მის მიერ ნაწილდება შავი ფული მოსამართლეებისა და პროკურორების არაფორმალური ხელფასებისთვის (რასაც სასამართლოში ჩინჩალაძე და პროკურატურაში შოთაძე ანაწილებს), ის არის ივანიშვილის ნების გამტარი და “მომგვარებელი” სისტემისთვის მნიშვნელოვან საქმეებში (პირველ რიგში, სისხლის სამართლის და ფინანსურ დავებში).
ასეა დღემდე, ამ წუთამდე, როცა ამ სტატუსს ვწერ…

ფარცხალაძის დასანქცირებაზე ფართომასშტაბიანი ზიანი “ქართულ ოცნებას” ჯერ არ მიუღია, ფაქტიურად. საინფორმაციო ბომბი გასკდა ქვეყანაში. გამოვიდა მთავრობა, სრულიად უსუსრი და გაუბედურებული. გადმოაგდო რაღაც პოპულისტური “საინფორმაციო ხლაპუშკები” და დაასრულა ეთერი.

და რა? გადაერთო ნახევარი ჩვენგანი ამ საკითხების სრული სერიოზულობით განხილვაზე. მოწონება, კრიტიკა, ძაგება – ნებისმიერი ფორმით ამ სულელურ დისკუსიაში შესვლა არის “ოცნების” პროპაგანდის ამოცანის (გადაიტანოს ფოკუსი მისი უმძიმესი მარცხიდან) შესრულებაში თანამონაწილეობა.

ნამდვილად პათოლოგიური მიზიდულობა და ადიქცია გვაქვს “ოცნების” იდიოტიზმების მიმართ და მათი დღის წესრიგით სიარულზე მეტად არაფერი გვემარტივება და გვეხალისება.
არა, არა…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა არის აქ გაუგებარი? სახელმწიფო უნივერსიტეტებში ნაცების და დიფსთეითის მმართველობის დროს სწავლა იყო ფასიანი,...

პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებლებში სწავლის დაფინანსებასთან...

სემეკი: “სსე-ს წინასწარ უნდა გადაეანგარიშებინა რელეური დაცვისა და ავტომატიკის სისტემები”

საქართველოში, 2026 წლის 24 ივლისს ელექტროსისტემაში მომხდარ მასშტაბურ ავარიასთან...

ელენე ხოშტარია: “ადამიანს ვერ გააჩუმებ, ეს ვერავინ და ვერასდროს მოახერხა”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, ქვეყანაში შექმნილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...