ორშაბათი, მაისი 12, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს სტუდენტებს მიეცეთ...

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს სტუდენტებს მიეცეთ საშუალება, რომ ამ დავალიანების ჩამოწერის შემდეგ კვლავაც შეძლონ მათ, გააგრძელონ სწავლა” – ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა ყველას მივულოცო სასწავლო წლის დაწყება. მოგეხსენებათ, რომ დღეს დაიწყო ოფიციალურად უკვე სწავლა და მინდა, პირველ რიგში, მივულოცო ჩვენს პატარებს, ჩვენს პირველკლასელებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და მთლიანად საზოგადოებას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროგრამაზე.

აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ შარშან დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც გულისხმობს ასეულობით სკოლის, 880 სკოლის, რეაბილიტაცია-მშენებლობას და რომელიც უკვე დაწყებულია. დაკონტრაქტებულია და რამდენიმე ასეული სკოლის რეაბილიტაციის, მშენებლობის პროცესი დაწყებულია, როგორც აღვნიშნეთ. ამ პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, მილიარდი ლარი დაიხარჯება.

ასევე, ჩვენ დავიწყეთ 1000-ზე მეტი საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციაც, რომელიც ასევე მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების პროექტია. ეს არის წლების მიხედვით გადანაწილებული. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი მოტივაცია, მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები, ჩვენი მოსწავლეები სწავლობდნენ ევროპული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლებში, ბაღებში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს ბოლომდე მივიყვანთ. იცით, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო სკოლებში, ბაღებშიც, ყველგან. რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ბოლო 10 წელიწადში ძალიან ბევრი სკოლა აშენდა, ასევე ბევრი რეაბილიტირდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა, ამიტომ, ეს საკითხი გადაწყვეტილია და მიმდინარეობს ძალიან კარგი ტემპებით“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იმ სტუდენტებს, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, გაუნულდებათ დავალიანება და მათ შეეძლებათ, სურვილის შემთხვევაში, აღადგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა თავიანთ უნივერსიტეტებში. ირაკლი ღარიბაშვილმა დაავალა განათლებისა და ფინანსთა მინისტრს, რომ დღესვე დაიწყონ კომუნიკაცია და სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს აღნიშნული საკითხი.

ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, ჩვენი სტუდენტების სწავლა-განათლება, უმაღლესი სასწავლებლების რეფორმა, რომელზეც ახალი მინისტრი მუშაობს აქტიურად. მინდა შევეხო ერთ პრობლემას, რომელიც ყველას აწუხებს. ეს არის ე.წ. სტატუს შეჩერებული სტუდენტების საკითხი. მე მოვიკითხე ეს ინფორმაცია და განათლების მინისტრისგან მოვისმინე დეტალური ინფორმაცია.

დაახლოებით 30 000-მდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული სტატუსი. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, გაუნულდებათ დავალიანება და მათ შეეძლებათ, რომ სურვილის შემთხვევაში აღადგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა თავიანთ უნივერსიტეტებში. ეს არის დაახლოებით 40 მილიონი ლარის დავალიანება, ამიტომ, მინდა, მე მთავრობის სხდომაზე საჯაროდ მივმართო ჩვენს მინისტრებს, დავავალო განათლებისა და ფინანსთა მინისტრს, რომ დღესვე დაიწყონ კომუნიკაცია და სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს აღნიშნული საკითხი.

ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს სტუდენტებს მიეცეთ საშუალება, რომ ამ დავალიანების ჩამოწერის შემდეგ კვლავაც შეძლონ მათ, გააგრძელონ სწავლა“, – განაცხადა პრემიერმა.

ინფორმაციას საქართველოს მტავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ცოტა ბოდიში მომითხოვია იმათთან, ვინც გუშინ შვებით ამოისუნთქეთ😁” – ნინო ჯანგირაშვილი სანქციებთან დაკავშირებით

"მეგობარი აქტის" კონგრესში მიღების შემდეგ გამოქვეყნდა სანქცირების კანდიდატთა სავარაუდო...

“ტლუ ქოცებო, ახლა მაინც მიხვდით რატომ გაიპარა ღარიბაშვილი?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" ლიდერებს...

“ტრამპის საგარეო პოლიტიკამ დასაშვები გახადა ომის დამნაშავის გვერდით დგომა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებაზე...

“პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები?!” – ნაირა გელაშვილი ირაკლი დგებუაძეზე

მწერალმა ნაირა გელაშვილმა "მაუწყებლის" პოდკასტში მძიმე ემოციური შეფასებები გააკეთა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოება ვერ ამარცხებს დიქტატურას, რადგან ოპოზიცია არ ვარგა” – მიშა მშვილდაძე

ტელეწამყვანი, ტვ ,,ფორმულას” თანადამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე, ქვეყანაში შექმნილი რეალობის...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“ნანუკა მაგრად დადექი! ეს სიმახინჯეები შენ ვერაფერს დაგაკლებენ!” – მიხეილ სააკაშვილი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“უკრაინამ დააფიქსირა თავისი პრინციპული, ურყევი პოზიცია და წითელი ხაზები რუსეთთან” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...