კვირა, მაისი 11, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი გახარია: "ასეთ ღარიბ საქართველოში კორუფცია სამშობლოს ღალატის...

გიორგი გახარია: “ასეთ ღარიბ საქართველოში კორუფცია სამშობლოს ღალატის ტოლფასია!”

მთავრობის ყოფილი მეთაური, პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ქვეყანაში არსებულ მძიმე რეალობაზე საუბრობს:

დღეს საქართველოში აღარ არის წესრიგი – არც სამართლებრივი კანონის წესრიგი და აღარც მორალური წესრიგი.

იმიტომ, რომ კორუფცია, პოლიტიკური კორუფცია სპობს ნებისმიერი სახის წესრიგს.

იმიტომ, რომ ღარიბ ქვეყანაში კორუფცია ამორალურია.

დღეს საქართველოში ემიგრაცია მასობრივი პრობლემა გახდა და თითქმის არ დარჩა ოჯახი, რომელსაც ქვეყნიდან წასული ოჯახის წევრის პრობლემა არ აქვს.

ტრაგედიაა ის, რომ ქართველ ემიგრანტებში ახალგაზრდების ხვედრითი წილი 80%-ზე მეტია.

დღევანდელ საქართველოში მილიონ 200 ათასი ადამიანია რეგისტრირებული სოციალური დაცვის სისტემაში. მათგან 670 ათასი ყოველთვიურ შემწეობას იღებს, ხოლო ამათგან 229 ათასი 15 წლამდე ბავშვია. ეს ის ბავშვები არიან რომლებსაც, ყოველდღიურად, არასრულფასოვანი კვების პრობლემა აქვთ.

ასეთ საქართველოში ნებისმიერი სახის პოლიტიკური, სისტემური კორუფცია არა მხოლოდ დანაშაულია, ასეთ ღარიბ საქართველოში კორუფცია სამშობლოს ღალატის ტოლფასია!” – აცხადებს გიორგი გახარია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ფინანსურად დაეხმარება – კახა კალაძის განმარტებები

თბილისის მერია ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც სადგურის მოედანთან არსებულ...

“ბიჭოო, ცოტა ხნით გააჩუმეთ კახი კალაძე🙈 დღეს აღიარებითი ჩვენება მისცა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე თბილისის მერის, კახა...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...