კვირა, მარტი 16, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალიპარლამენტში მოსამართლეთა უვადო დანიშვნის გაპროტესტებას აქციის მონაწილეთა დაკავებები...

პარლამენტში მოსამართლეთა უვადო დანიშვნის გაპროტესტებას აქციის მონაწილეთა დაკავებები მოჰყვა

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გასაპროტესტებლად რუსთაველზე, პარლამენტის შესასვლელებთან და მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელიც მოგვიანებით ერთგვარ სამართლებრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის.

აქციის მონაწილეების მხრიდან მოთხოვნას, დაცული ყოფილიყო კონსტიტუციით გარანტირებული უფლება პროტესტის გამოსახატავად, დაუპირისპირდა პოლიციის სტანდარტული მოწოდებები მათი მოთხოვნისადმი დამორჩილებისკენ.

მოგვიანებით სიტუაცია გამწვავდა ერთი შეხედვით ბანალური მიზეზის გამო, კერძოდ საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ ზეპრა გადასასვლელზე პერმანენტულ მოძრაობას პოლიციამ შეზღუდვა დაუპირისპირა, ხოლო სამართლებრივ დაპირისპირებას და უფლებებისა თუ ვალდებულებების განმარტება-გარკვევას მოჰყვა საერთო ჯამში 16 პირის დაკავება166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის.

დაკავებულთა შორის არიან “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი, ასევე გიორგი თევდორაძე, ბესო გაზდელიანი, ზურაბ კოსტავა, დავით კაკაურიძე, კახაბერ მაჩიტიძე და სხვები.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როგორ გაქვთ ფილტვები ქოცხროვავ, სუნთქავთ კიდევ თავისუფლად?” – დავით ქაცარავა

,,ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, კრიმინალური პოლიციის დეტექტივია დაკავებული

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ნ.-მ, მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში,...

მაღაროელთა სოლიდარობის აქცია ჭიათურაში!

ჭიათურაში საგანგაშო ვითარებაა! ინვესტორმა დაარღვია პირობა და 1 მარტიდან...

“იგივე ლოგიკით, ვიღაცას შეუძლია, რომ დაგვაბრალოს აქციის მონაწილეების ცემა და ეს ისეთივე ნონსენსი იქნება,...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტი, ანდრო ჭიჭინაძე სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს” –...

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...

“დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი, გათავისუფლდებიან ქვეყანასთან ერთად” –...

“ე.წ. მთავრობა საქართველოში ემსახურება პუტინის ინტერესებს,ამიტომ მისი ერთ-ერთი მთავარი...

პაატა მანჯგალაძე: “ივანიშვილის “ტრამპისტული” ფარსი – ღალატის დასაფარად დაგეგმილი სპექტაკლია”

გეოპოლიტიკური ცვლილებები და საქართველოს ადგილი ახალ რეალობაში... მთავარი საკითხი,...

“იდიოტია აბსოლუტურად ყველა, ვინც გაგიჩინათ მოლოდინი, რომ ეს არ მოხდება” – თამარ ჩერგოლეიშვილი რობინ...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თამარ ჩერგოლეიშვილი...