spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე: "ქართული ოცნება" დღემდე აგრძელებს პუტინის დავალების...

გიორგი ვაშაძე: “ქართული ოცნება” დღემდე აგრძელებს პუტინის დავალების შესრულებას!

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე განცხადებას აკეთებს აშშ-ის ინიციატივაზე, რომ საქართველოს შეიარაღებითა და სამხედრო ბაზებით დახმარებოდა. ოპოზიციონერი ლიდერის განმარტებით, აღნიშნულ თავდაცვის სისტემაზე მმართველმა პარტიამ უარი განაცხადა, რადგან რუსეთის ინტერესში არ შედის საქართველოსთვის ძლიერი თავდაცვის სისტემას არსებობა:

,,მთავარ არხზე” გავიდა ინფორმაცია ამერიკული მხარის სურვილის შესახებ, რომ საქართველოს თანამედროვე შეიარაღებითა და სამხედრო ბაზებით დახმარებოდა. მე, ჩემი მხრივ, მინდა დავადასტურო, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება. არაერთ შეხვედრაზე, მათ შორის, ჩემი ამერიკაში ვიზიტის დროს, ჩვენ გვქონდა მინიშნებები ამ საკითხზე. მე გაგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ ჩვენ, ,,სტრატეგია აღმაშენებელმა”, ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა მიიღოს თანამედროვე შეიარაღება. ეს ისეთი შეიარაღებაა, როგორიცაა: ,,ჰაიმარსები”, ,,აბრაამსის ტანკები” და ,,პეტრიოტის ტიპის” ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, რომელიც ჩვენი უსაფრთხოებისათვის გვჭირდება. ამაზე ,,ქართული ოცნება”, რუსული ინტერესებიდან გამომდინარე, უარს ამბობს.

დიახ, საქართველოს უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის სჭირდება ამერიკის სამხედრო ბაზა! დიახ, საქართველოს სჭირდება თანამედროვე ტიპის შეიარაღება! გვჭირდება, როგორც ,,აბრაამსის ტანკები”, განსაკუთრებით – ,,პეტრიოტის” ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და ,,ჰაიმარსები”! დიახ, საქართველოს სჭირდება თანამედროვე ტიპის ჯარი, რომელიც იქნება საქართველოსთვის მშვიდობის გარანტი!

სამწუხაროდ, რუსეთის ინტერესში ეს არ შედის. სწორედ ამიტომ არის, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” უარი უთხრა ამერიკულ მხარეს თავის დროზე და საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებას, დღემდე აგრძელებს ,,ქართული ოცნება” – პუტინის დავალების შესრულებას აგრძელებს! უფრო მეტიც, დღეს რა მდგომარეობაშიც არის თავდაცვის სისტემა, როგორი მიტოვებულიც არის ჯარისკაცი, როგორ მძიმე ვითარებაშიც არიან სამხედრო პირები, ეს არის პირდაპირ რუსეთის დავალების შესრულება, რომ ბოლომდე ჩამოშალონ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა!

თუ რამეა საქართველოს მშვიდობის გარანტი, ეს არის ძლიერი თავდაცვის სისტემა, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც NATO-ში წევრობამდე სურვილი აქვს მოგვეხმაროს ჩვენ, რომ ვერავინ გაბედოს საქართველოსთან ომის დაწყება, რომც გაიფიქროს და რაც ყველაზე მთავარია, NATO-ს წევრობა, რომელზეც, ასევე, გაგახსენებთ, ვილნიუსის სამიტზე, ირაკლი ღარიბაშვილს ჩასვლაზე უარი უთხრეს. სწორედ ამის გამო, რომ მან უარი, რუსული ინტერესებიდან გამომდინარე, განაცხადა თანამედროვე შეიარაღების მიღებაზე.

ეს არ არის რიგითი საკითხი. ეს არის საქართველოს, ეროვნული ინტერესების ღალატი! ამაზე პასუხი უნდა გაგვცეს ღარიბაშვილმაც და თავდაცვის მინისტრმა ბურჭულაძემაც, რომელიც მულტიმილიარდელი გახდა ამასობაში, სანამ თავდაცვის სისტემას ძარცვავს და საქართველოში რუსულ ,,ბანიებს” აკეთებს თავის შვილთან ერთად.

კითხვას ვსვამ და ვეუბნები, არის თუ არა ეს სიმართლე? გამოდი და დაგვიდასტურე, რომ ამას არ ჰქონდა ადგილი.

ჩვენ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ თქვენ უარი თქვით საქართველოსთვის, მართლაც საოცარი მნიშვნელობის შესაძლებლობაზე.

კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ: ვადასტურებ ამ ინფორმაციის სიმართლეს, არაერთ შეხვედრაზე ჩვენთან მინიშნებებით იყო ამაზე საუბარი და ბევრ დახურულ, ასე ვთქვათ, კონტაქტებში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ამ თავისუფალმა უდანაშაულო ადამიანმა ხმა გაიკმინდა და სახეში შეაფურთხა” – ელენე ხოშტარია

მმართველი გუნდის ლიდერების პოზიციას, რომ შეწყალებამდე, პატიმრობაში მყოფმა აქტივისტებმა...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...