spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"სისტემა არის მთლიანად გახრწნილი!" - მიშა მშვილდაძე

“სისტემა არის მთლიანად გახრწნილი!” – მიშა მშვილდაძე

ტელეკომპანია ,,ფორმულას” თანადამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა საქმე დახურა, რასაც დაზარალებული მწვავე კომენტარით გამოეხმაურა:

,,სამწუხარო ეს არის, რომ სისტემა არის მთლიანად გახრწნილი! სუს-ის ჩვენებები არის აბსოლუტურად გახრწნილი! ისეთ სისულელეებს ბოდავენ, რომ ვითომ იქ ვიღაცა სხვას უთვალთვალებენ – სრულად გახრწნილია. მერე ამაში უკვე ჩართულია პროკურატურა. იმიტომ, რომ პროკურატურაც სიყალბეს უდასტურებს – ,,კიო, კიო, იქ ვიღაცა ,,რუმსიდან” მომავალს, იქ, გმირთა მოედანზე დაანებეს თვალთვალს და აქ მოუწყვეს – აქ ხომ არ მოვიდოდა დელისთან?!

კიდევ 4 ადამიანი იდენტიფიცირებული არ არის, ვინ არიან; ის მანქანებიც იდენტიფიცირებული არაა; ტელეფონის ანძებიდან ჩანაწერები არ არის ამოღებული. ეს ახლა მართლა, რაც მობილური ტელეფონი არსებობს ამ ქვეყანაში და დანაშაული მოხდა, პირველი, რაც ხდება ხოლმე ეგ არის, რომ ანძებიდან ამოწმებენ – ვისთან რეკავდა? ვისთან იყო კონტაქტზე? ესენი რომ გაეგოთ და ეს არ ამოუღიათ“, – მიშა მშვილდაძემ

ინფორმაციისთვის: 27 ივნისს ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ტელეწამყვანს, მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ. მან დაზიანებები სახის არეში მიიღო.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გორში მომხდარ ძალადობაზე თავად “ოცნების” რეაქცია ამჟღავნებს მათი ძალაუფლების რეალურ ბუნებას – კრიმინალური, სისტემური,...

ელენე ხოშტარიას 4-პუნქტიანი განმარტებები გორში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით: "გორში მომხდარ...

“მე მახსოვს პოლიცია, რომელიც მოსახლეობის იმედი იყო” – ეკა გიგაური

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ქართულ პოლიციასთან...

“9 წლის განმავლობაში ვისმენთ მხოლოდ ბრალდებებს და არა ფაქტებს, მტკიცებულებებს” – კახა კალაძე

"პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭირვალედ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...