spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სტატუსის არმოცემა სჭირდებოდათ პოლიტიკური მიზნებისთვის, რომ ქვეყანაში მოეხდინათ...

“სტატუსის არმოცემა სჭირდებოდათ პოლიტიკური მიზნებისთვის, რომ ქვეყანაში მოეხდინათ არეულობა” – კახა კალაძე

თუ ვინმემ რაიმე წარმატებას მიაღწია ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, ეს არის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლებამ არაერთი რეფორმა განახორციელა და წარმატებას მიაღწია, ევროკავშირის კანდიდატის წევრობის სტატუსი მაინც არ მოგვანიჭეს, რაც იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება.

დავიწყებ იმით, რომ საქართველოსთან მიმართებაში არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული მაშინ, როდესაც სტატუსი არ მოგვანიჭეს და მისცეს უკრაინასა და მოლდოვას. რა თქმა უნდა, გამიხარდა ამ ორი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭება, მაგრამ საქართველო ამას ნამდვილად იმსახურებდა. ამ სამი ქვეყნიდან თუ ვინმეს რაიმე წარმატებისთვის აქვს მიღწეული, ეს არის ჩვენი ქვეყანა. ეს პერიოდი უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდს. ამის მიუხედავად, საქართველო და ქართველი ხალხი დაჩაგრეს.

სტატუსის არმოცემა სჭირდებოდათ პოლიტიკური მიზნებისთვის, რომ ქვეყანაში მოეხდინათ არეულობა, ხელისუფლების ცვლილება ყველანაირი მეთოდით და რომ მერე ხალხისთვის ეთქვათ, თქვენ კი კარგები ხართ, ევროპულ მომავალს იმსახურებთ, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდიო. სამწუხაროდ, მსგავს მესიჯებს დღესაც ვისმენთ, რაც ძალიან მძიმე და დამაზიანებელია.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუ ვინმემ რაიმე წარმატებას მიაღწია ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, ეს არის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად. გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები – ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლების მთავარი მიზანი არის ევროპული ოჯახის წევრობა და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება.

ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე სიარულს, რეფორმების განხორციელებას ვაგრძელებთ. ჩვენი მიზანი არის, რომ რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროპული დიდი ოჯახის წევრი, მივიღოთ სტატუსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვათ ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სავარაუდოდ, მოსკოვმა შეიძლება დარტყმა მიაყენოს ევროპაში, მისი აზრით, უკრაინისათვის დრონების დამამზადებელ საწარმოებს…” – შალვა...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის კონკრეტული ვერსია და მოლოდინი,...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...