spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს კონსტიტუციის უხეშ დარღვევას,...

“პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, რაც შემაშფოთებელია” – ირაკლი კობახიძე

პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ვიზიტებზე ევროპელ ლიდერებთან. მისი განმარტებით, ეს არის კონსტიტუციის პირობების უხეში დარღვევა, როდესაც ამგვარი შეხვედრები ხორციელდება საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე:

[ჟურნალისტის შეკთხვა]: – სალომე ზურაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა ,,პირველი არხის“ ეთერში და აღნიშნა, რომ საკუთარი ხარჯებით გააგრძელებს ვიზიტებს სხვადასხვა ქვეყანაში. თქვენი აზრით, რას ემსახურება მისი ეს განცხადება?

,,მე არ ვიცი, ვინ ურჩია ეს მას, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველია იმპიჩმენტის საკითხი. ეს არის პირდაპირი აღიარება. რა თქმა უნდა, მას რომ გაეწია ბიუჯეტის ხარჯი, არაკონსტიტუციურ ვიზიტთან მიმართებით, გარდა კონსტიტუციის დარღვევისა, ეს იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც. ამიტომ არ გასწია მან ბიუჯეტიდან ხარჯი.

თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის მისი მხრიდან პირდაპირ, საჯარო აღიარება იმისა, რომ მას შეცნობილი ჰქონდა მისი ვიზიტის არაკონსტიტუციური შინაარსი და ამიტომ არ გასწია ბიუჯეტიდან ხარჯები.

შესაბამისად, ეს იყო ძალიან კარგი საჩუქარი საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის წინ. მან პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მისცა სასამართლოს, იმასთან დაკავშირებით, რომ ის განზრახ, მიზანმიმართულად არღვევდა კონსტიტუციას, და რომ არღვევდა – ეს ისედაც დღესავით ნათელია.

ასევე, მან პირობა დადო, რომ გააგრძელებს კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, რაც შემაშფოთებელია. პრეზიდენტი უნდა იყოს პირველი, ვინც იცავს კონსტიტუციას, როდესაც ის ასე პირდაპირ აცხადებს, რომ გააგრძელებს კონსტიტუციის უხეშად დარღვევას, ეს სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

პაატა კვიჟინაძე: “დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე”

„დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე ყველა მიმართულებით, რაც...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული” – სპეციალური...

სპეციალური პენიტენციური სამსახური, მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...