ორშაბათი, მაისი 12, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიზანმიმართული სიცრუის კამპანია მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრთან და მის ოჯახთან...

“მიზანმიმართული სიცრუის კამპანია მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრთან და მის ოჯახთან მიმართებით” – კახა კალაძე პრემიერის კერძო ვიზიტთან დაკავშირებით

თბილისის მერმა კახა კალაძემ, მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის კერძო ვიზიტზე ბიუჯეტიდან თანხები არ დახარჯულა და რომ ადგილი აქვს მიზანმიმართულ სიცრუის კამპანიას:

მიზანმიმართული სიცრუის კამპანია მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრთან და მის ოჯახთან მიმართებით. ჯერ გავრცელდა, თითქოს პრემიერ-მინისტრმა პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა თვითმფრინავი და ამაში დახარჯა ბიუჯეტის ფული. შემდეგ გაირკვა, რომ ამაში არ დახარჯულა ბიუჯეტის ფული.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა. თუმცა გვახსოვს წლები, როდესაც ასეთი ფრენები ხორციელდებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის პირობებში. ბიუჯეტიდან ხდებოდა საყვარლების დაფინანსება გარკვეული საჩუქრებით; ბიუჯეტიდან, ხალხის ფულით ხდებოდა შვილის სწავლის დაფინანსება. ეს იფუთებოდა იმით, თითქოს მიხეილ სააკაშვილს ნიჭიერი შვილი ჰყავდა. დარმწუნებული ვარ, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ძალიან ბევრ ოჯახს ჰყავს ნიჭიერი შვილები, იგივე ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტიდან აფინანსონ მაღალი თანამდებობის პირმებმა თავიანთი ოჯახის წევრები.

მთავრობამ გააკეთა განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო პრემიერ-მინისტრის მიერ გაწეული პირადი ხარჯი“, -აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ევროპა ჩვენი მიზანი კი არ არის ის არის გზა, გზა დაცულობისკენ, განვითარებისკენ და სიმშვიდისკენ”...

მმართველი გუნდის მიერ წარმოებულ პროპაგანდასა და ქართველი ერის მიზანზე...

“ჩვენ აუცილებლად დავიხსნით პოლიტიკურ ტყვეებს! გავიმარჯვებთ ერთობით!” – ნანა ტოხვაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე კიევიდან დაბრუნებისთანავე,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“ტლუ ქოცებო, ახლა მაინც მიხვდით რატომ გაიპარა ღარიბაშვილი?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" ლიდერებს...