პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ აშშ-ში განხორციელებულ კერძო ვიზიტთან დაკავშირებით მედიაში ახალი ფაქტების გავრცელებას, ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, კონკრეტული პოზიციით ეხმაურება:
“საზოგადოებასთან, რომელიც დაუშვებს ხელისუფლის მხრიდან, მის მიერ გადახდილი გადასახადების პირადი მიზნებისთვის გამოყენებას, ჩნდება სერიოზული კითხვები.
ასე რომ, რეალურად ტესტს სიმწიფეზე დღეს ჩვენ ვაბარებთ და არა ხელისუფლება, რომელთანაც ყველაფერი უკვე გარკვეულია.
თუ ევროპაში დღეს კიდევ ფიქრობენ, რომ ხელისუფლებისგან განსხვავებით ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ხვალ ამასაც აღარ იტყვიან…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

