ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026
3.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდანაშაული და სასჯელისპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასრულწლოვნის ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასრულწლოვნის ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების გაყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2003 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა სოციალური ქსელის საშუალებით 15 წლის გოგო გაიცნო და მასთან აქტიური კომუნიკაციით ნდობა მოიპოვა. შედეგად, არასრულწლოვანმა დაზარალებულმა მას თავისი პირადი ინტიმური ფოტოები და ვიდეოები გადაუგზავნა. აღნიშნულით ბოროტად ისარგებლა ბრალდებულმა და დაზარალებულის სურათით სოციალურ ქსელში ყალბი გვერდი შექმნა, რომლითაც მომხმარებლებს თანხის სანაცვლოდ 15 წლის გოგოს ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების შესყიდვას სთავაზობდა. ხოლო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ, იგი მყიდველს დაზარალებულის შიშველი სხეულის ფოტოებსა და ინტიმურ ვიდეოებს უგზავნიდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ, გამოძიება, არასრულწოვნის კონფიდენციალურობის სრული დაცვით წარმართა. ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილი იქნა 2003 წელს დაბადებული მამაკაცი, რომლის მობილური ტელეფონიდან დაზარალებულის ინტიმური ფოტოები და ვიდეოები, ასევე მათი გაყიდვის დამადასტურებელი მიმოწერები იქნა ამოღებული.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ზუგდიდის რაიონში დააკავეს.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ComCom-მა “ტელეიმედის” წინააღმდეგ “საქართველოს მომავლის აკადემიის” საჩივარი არ დააკმაყოფილა

ComCom-მა „ტელეიმედის“ წინააღმდეგ „საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და ალექსანდრე ზიბზიბაძის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან საინტერესო პროცესი დაიწყო… ახლა ბიძინა ივანიშვილის სვლის დროა🙏” – ელისო კილაძე

"ძალიან საინტერესო პროცესი დაიწყო: რამდენიმე დღის უკან, "ქართულ ოცნებაში" ახალგაზრდული...

“ივანიშვილის რეჟიმს ყველაზე დიდი უბედურება წინ ელის…” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მწვავე შეფასებებს აკეთებს...

“სალომე ზურაბიშვილს რატომ ვართ ჩაბღაუჭებულები, ვერ მიხვდით?” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ნიკოლას მადუროსთან დაკავშირებით მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე კონკრეტულ მინიშნებად განმარტებებს...

“მინდა რჩევა მივცე “ქართული ოცნების” პროპაგანდისტებს…” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტოლოგ გია...

“ერთი სპეცოპერაცია – სამი დარტყმა: ტრამპი, ნავთობი და რუსეთის ეკონომიკა” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

3 იანვარს, ისტორიაში თავისი სიზუსტითა და სირთულით უპრეცენდენტო სამხედრო...