“ქართული ოცნების” ლიდერებთან – კახა კალაძესთან, ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებაში თავის მწვავე პოზიციას აფიქსირებს და მძიმე შეფასებებს აკეთებს ჟურნალისტი ვახო სანაია:
“კალაძე ქაჯია და ,,სვეცკობა” უნდა; კობახიძე მონაა და ძალიან უნდა, რომ პოლიტიკოსი ერქვას; ღარიბაშვილი უღირსია და უნდა, რომ ღირსეული უწოდონ.
გარდა საერთო ანუ ,,ობშიაკის” ტროლ-ბოტობისა, ამათ ხომ თავიანთი პირადი ტროლებიც ჰყავთ. ამ ფუნქციას პრესსამსახურის თანამშრომლებიც ითავსებენ, რომელთაც იციან, რომ ქაჯი, მონა და უღირსი უფროსები ჰყავთ. ამიტომ კრიტიკულ სიტუაციებში დიდ სტატუსებს რომ წერენ, ტექსტში სულ იმ სიტყვებს არახუნებენ, რაც უფროსს ყველაზე ნაკლებად შეეფერება, მაგრამ ესიამოვნება. ამ ტექსტის ნაირსახეობას ან დრაფტს ,,ექსპერტებს” ჩაუგდებენ, რომ მათაც დადონ მცირედი ვარიაციით – ან წინმსწრებად ან მოგვიანებით. ლადო ბოჟაძე, ლევან ნიკოლეიშვილი და ეგეთი ჩვრები.
წარმოიდგინეთ, ტიპს მოსწონს, რომ ღირსეულს უწოდებენ. ოღონდ იცის, რომ ეს მისივე დავალებაა. ანუ ტიპმა დაავალა, რომ უწოდონ ღირსეული და მერე ეს უხარია. ხვდებით? მასშტაბი გაიაზრეთ. თავადვე აწერინებს და მერე ეს მოსწონს. რაც აკლია, იმას ინაზღაურებს შეკვეთილი სიყალბით. ყველამ იცის, რომ უღირსია – პრესსამსახურმაც, ტროლობამ, ხალხმა, ბიძინამ და, უპირველეს ყოვლისა, თავად ღარიბაშვილმაც, მაგრამ მაინც მოსწონს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვახო სანაია.