spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პრეზიდენტი პირველი უნდა იყოს, რომელიც იცავს კონსტიტუციას და...

“პრეზიდენტი პირველი უნდა იყოს, რომელიც იცავს კონსტიტუციას და არა თავად არღვევდეს მას” – კახა კალაძე

გაუგებარი და გულდასაწყვტია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას“, – აღნიშნავს თბილისის მერი, კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების ფაქტზე გამოხატული მწვავე კრიტიკის პასუხად და აცხადებს, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, პირველ რიგში, პატივი უნდა სცენ ქვეყნის კონსტიტუციას.

იმპიჩმენტს რაც შეეხება, როდესაც პარტიის თავმჯდომარემ ჩაატარა ბრიფინგი, მან თავიდანვე აღნიშნა, რომ იმპიჩმენტი ვერ განხორციელდება გარკვეული მიზეზების გამო. ვიცით, რა არის ეს მიზეზები. უბრალოდ ერთი რამ მინდა ვთქვა: გულდასაწყვეტია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას. პირველი: ჩვენ, პოლიტიკოსები, თანამდებობის პირები უნდა ვიყოთ, ვინც პატივი უნდა ვცეთ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს და ქვეყანას, კონსტიტუციას და კანონმდებლობას. თუ ჩვენ დავარღვევთ კანონს, სხვა ადამიანებს და თუნდაც უცხოელ მეგობრებს რა უნდა ვთხოვოთ, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას?“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორი პრეზიდენტია სალომე ზურაბიშვილი, კახა კალაძემ უპასუხა, რომ ეს ქვეყნის მოსახლეობის შესაფასებელია. დედაქალაქის მერმა ასევე ისაუბრა იმაზეც, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა.

ეს უნდა შეფასოს ქვეყნის მოსახლეობამ, ვინ როგორ მუშაობს. ჩემი მხრიდან გაკეთებული შეფასება არ იქნება სწორი, შეიძლება, არ ვიყო ობიექტური. ამიტომ, ეს უნდა შეაფასოს მოსახლეობამ. აქ საუბარია ქვეყნის კონსტიტუციის და კანონის პატივისცემაზე და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შენი ქვეყნის მოსახლეობის პატივისცემაზე.

პრეზიდენტი პირველი უნდა იყოს, რომელიც იცავს კონსტიტუციას და არა თავად არღვევდეს მას. გაუგებარია უბრალოდ. კონსტიტუციაში შავით თეთრზე წერია, რომ როდესაც პრეზიდენტი მიემგზავრება უცხოეთში, მან უნდა მიიღოს ნებართვა ხელისუფლებისგან. მას ჰქონდა განაცხადი გაკეთებული, რომ სურვილი ჰქონდა უცხოეთში გამგზავრების, რაზეც მიიღო უარი და ახსნა-განმარტებაც იყო გაკეთებული. ეს არის ზუსტად კონსტიტუციის დარღვევა, როდესაც გაწერილია, თუ რომელი თანამდებობის პირი როგორ მოქმედებს, რა უფლებამოსილება აქვს. თუ ჩვენ ამ ყველაფერს დავარღვევთ, ქვეყანაში იქნება ქაოსი. წარმოუდგენელია ეს მიდგომები და დამოკიდებულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს” – კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...