spot_img
მთავარიარჩევნებიმრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა ნიშნავს იმას, რომ ვერც ერთი...

მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა ნიშნავს იმას, რომ ვერც ერთი დიდი პარტია ვერ წაიღებს 73 მანდატის ნახევარს, წაიღებს ნაკლებს – დავით უსუფაშვილი

“შენების მოძრაობის” ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მრავალმანდატიან მაჟორიტარულ სისტემას განმარტავს. დავით უსუფაშვილის აზრით პარტია, რომელსაც დიდი მადა ექნება და ყოველ მრავალმანდატიან ოლქში ყველა მაჟორიტარების გაყვანას მოისურვებს, გერმანული საარჩევნო მოდელის ქართული ვარიანტით ამას ვერ შეძლებს:

მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა ნიშნავს, რომ პარლამენტის 73 წევრი აირჩევა მაჟორიტარული წესით, მაგრამ არა ერთმანდატიან ოლქებში, არამედ მრავალმანდატიან ოლქებში. მაგალითად, შვიდმანდატიან ოლქში, რომელშიც ყოველ პარტიას შეუძლია გამოიყვანოს შვიდი კანდიდატი, ექვსი, ხუთი, ოთხი ან ერთი.

ეს ნიშნავს, რომ მთელი ოლქის მასშტაბით, პარტიას, რომელსაც იმხელა მადა აქვს, რომ შვიდივეს წაღება უნდა, შვიდი მანდატი შემოყავს და მისი მომხრეთა ხმები შვიდზე გადანაწილდება.

პარტია, რომელიც უფრო რეალისტურად აფასებს თავის შესაძლებლობებს, ამავე ოლქში დაასახელებს ორ კანდიდატს და თავის ამომრჩევლებს გადაანაწილებს ორ კანდიდატზე ანუ ყველა მანდატის მსურველმა პარტიამ თავისი მომხრეები შვიდზე უნდა გაყოს, რომ შვიდი გაიყვანოს და სხვამ ორი კანდიდატი შეიძლება წარადგინოს და მთელი თავისი მომხრეები ორზე გაყოს.

ეს ნიშნავს, რომ ერთმანდატიან ოლქში თუ დიდ პარტიას ყოველთვის უპირატესობა აქვს იმიტომ, რომ ერთი ერთზეა შეჯიბრი, მრავალმანდატიან ოლქში იქნება შვიდი ორზე შეჯიბრი. ანუ ჩემი პარტიის ხმები თუ ორზე გაიყოფა და იმის პარტიის ხმები შვიდზე, ჩემს ორს ექნება შანსი მიიღოს მანდატი.

მრავალმანდატიანი მაჟორიტარული კომპონენტი, ჩვენი წინადადების გერმანულად წოდებული სისტემა, ნიშნავს იმას, რომ ვერც ერთი დიდი პარტია, არსებული თუ მომავალი ვერ წაიღებს 73 მანდატის ნახევარს, წაიღებს ნაკლებს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ოპოზიცია! ემზადეთ შემოდგომაზე ჩანიშნული არჩევნებისთვის…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს მმართველი გუნდის მიერ...

“ახლა აბასთუმანში ნებივრობს და უნდა ზედმეტი ტრაფიკი ცაში?!” – პეტრე ცისკარიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი 16 აპრილიდან...

“ასეთ ფიქრებს ვერ იმახსოვრებ. მხოლოდ მაშინ მოდის, როცა აივანზე ზიხარ და გარეთ წვიმს. მოდის...

ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...