შაბათი, ივლისი 5, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიტურიზმიEarthPix-ზე ბათუმის ვიდეოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

EarthPix-ზე ბათუმის ვიდეოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

უმსხვილეს ამერიკულ სამოგზაურო პლატფორმა EarthPix-ზე გამოქვეყნებულ აჭარაში გადაღებულ ვიდეოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გვერდის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულმა ,ალი და ნინოსა და ღვინის დაყენების ტრადიციის ვიდეოებმა 50 მილიონზე მეტი გამომწერის ყურადღება მიიპყრო. “ეს არის ამ პერიოდში ყველაზე ნახვადი და ვირუსული ვიდეო საქართველოდან, რომლის ნახვებიც ყოველდღიურად 2 მილიონით იზრდება” ასე უწოდა EarthPix-მა ღვინის დაყენების ტრადიციაზე გადაღებულ ვიდეოს, რომელსაც გვერდზე ამ ეტაპზე 36 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. EarthPix-ი, რომლის კონტენტსაც თვის განმავლობაში მილიარდზე მეტი ნახვა აქვს, გამომწერებს აჭარაში მოგზაურობის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს, ბუნების, კულტურის, მთისა და ზღვის კონტრასტით მიღებულ ემოციებს ორი თვის განმავლობაში გაუზიარებს. გვერდის დამფუძნებლებმა რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით აგვისტოში იმოგზაურეს.

EarthPix-ის მიერ შექმნილი ვიდეო კონტენტი გამოირჩევა მაღალი ხარისხით და უნიკალური შინაარსის მქონე ვიდეოებით. იგი აერთიანებს ველურ ბუნებას, ცხოველებს, არქიტექტურასა და სხვადასხვა ტურისტებისათვის მიმზიდველ აქტივობებს, ასახავს მათ საკუთარ პოსტებში, რაც გვერდს ხდის მრავალფეროვანს და დინამიურს მილიონობით აუდიტორიისთვის. EARTHPIX-ის მრავალმილიონიანი აუდიტორიისთვის აჭარის ტურისტული პროდუქტების გაცნობა კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიდების გადამზადების პროგრამის მონაწილეები ბათუმის პორტს სტუმრობდნენ

ბათუმში დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა გრძელდება. ამჯერად, ინტენსიური სამთვიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...