ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებივართ მძიმე ვითარებაში, როცა არ გვყავს მთავრობა, რომელიც...

ვართ მძიმე ვითარებაში, როცა არ გვყავს მთავრობა, რომელიც იბრძვის ჩვენი უსაფრთხოებისთვის დასავლური ინტეგრაციის გზაზე – გიგა ბოკერია

,,ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით:

,,არაფერი არ შეიცვლება, იმისდა მიუხედავად, ბორელს რას ეტყვიან. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც სხვადასხვა აუდიტორიისთვის სხვადასხვა გზავნილს აკეთებს ხოლმე. ჩვენ, არავინ არ უნდა მოვტყუვდეთ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ბრიუსელმა და ბორელმა, სხვადასხვა არგუმენტების მოშველებით, ამ დისკუსიაში – არც კი უნდა შევიდეთ.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სანამ არ გვეყოლება მთავრობა, რომელიც სწორი გაგებით ,,პაპზე უფრო კათოლიკეა”, როცა საქართველოს დასავლური ინტეგრაციისთვის იბრძვის, ჩვენი ეროვნული ინერესებიდან გამომდინარე, სხვისთვის კი არა – ჩვენთვის, მანამდე ჩვენ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ.

ამიტომ ეს ვიზიტი, რა თქმა უნდა, სხვა ვითარებაში იქნებოდა მნიშვნელოვანი და ნორმალურ ვითარებაში ამას უნდა მივანიჭოთ განსაკუთრებული მნიშვნელობა. ოღონდ ამ ხელისუფლების პირობებში, იმისდა მიუხედავად, ზეგ შეამსუბუქებენ თუ არა ანტიდასავლურ რიტორიკას, რამე სიმბოლურ ნაბიჯს გადადგამენ თუ არა, შეამსუბუქებენ – ეს ყველაფერი არის მეათე ხარისხოვანი იმ მძიმე ვითარებაში, რომელშიც ვართ, როცა არ გვყავს მთავრობა, რომელიც იბრძვის ჩვენი უსაფრთხოებისთვის დასავლური ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ინფორმაციისთვის: ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტემბერს ეწვევა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მალე ბევრი დაჭერილი და გაკულაკებული რომეოები გვეყოლება” – ნინო ჯანგირაშვილი

ქვეყანაში შექმნილი რეალობის შეფასებისას კონკრეტულ მოლოდინებზე საუბრობს ტელეკომპანია "კავკასიას"...

“მონობაზე უარესი მხოლოდ ნებაყოფლობითი მონობაა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ემოციურ შეფასებებთან...

“ახლა ინიციატივა საკუთარ ხელში უნდა აიღონ პარტიების ლიდერების მეორე ეშელონმა” – რომან გოცირიძე

ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავების ფაქტს კონკრეტული შეთავაზებებით ეხმაურება პარლამენტის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...