პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე ანა დოლიძე კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს “ქართული ოცნების” მიერ წამოწყებულ იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით:
“მაშ, გამოცხადებული ვერსიით რამდენიმეთვიან სამართლებრივ დავას იწყებს “ოცნება” იმპიჩმენტისთვის და თანაც იცის რომ ამ საკითხს ვერ მოიგებს (100 ხმას ვერ აგროვებს).
და აქ არ უნდა დავსვათ კითხვა, რისთვის? რომ არა ეს მასხარაობა რა უნდა ყოფილიყო დღის წესრიგში? შოვის გამოძიება, პირველ რიგში, რუსები და მაგათ მიერ მოტანილი პრობლემები, გაქცეული ფასები და ა.შ.
ჰოდა, სწორედ ამ მოგებისთვის იწყებს “ოცნება” ამ ფარსს. კარგა ხანი ამ სისულელეზე ილაყბონ და მთავარი დაგვავიწყონ“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ანა დოლიძე.

